11 X 11
სპორტული პორტალი

საგიჟეთი ჩეჩნეთში: უღირსმა კადიროვმა შვილიც სამარცხვინო გახადა [VIDEO]

0

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის 13 წლის შვილის, ადამ კადიროვის ბრძოლა ასლან ბატიროვთან.

შეხვედრა კრივის საერთაშორისო ტურნირის – “ლეგენდების დრო 6: სპეციალური ოპერაციის” ფარგლებში გაიმართა.

მეორე რაუნდის დროს მოკრივეებმა დარტყმები გაცვალეს, რის შემდეგაც მსაჯმა ბრძოლა გააჩერა და 10-მდე დათვლა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბატიროვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. დათვლის დროს კი ასლანის სეკუნდანტებმა პირსახოცი გადმოაგდეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეტოქეს დანებდნენ…

რეფერიმ უმცროსი კადიროვის გამარჯვება დააფიქსირა და ქამარიც გადასცა. ჩეჩნური მედია წერდა, რომ ადამმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა!..

თავად კადიროვი კი ამ სამარცხვინო ფაქტს არ დასჯდერდა და უფრო სამარცხვინო კომენტარი გააკეთა:

“თუ მსაჯი ხედავს, რომ დარტყმა თვალში მოხვდა მებრძოლს, ბრძოლა უნდა გააჩეროს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილია თუ სხვისი,”- განაცხადა რამზანმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო