11 X 11
სპორტული პორტალი

როტორი განადგურდა, კვირკველიას ავტოგოლი

0
რუსეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში “ზენიტმა” “როტორი” 6:0 გაანადგურა. ამას სათავე ვოლგოგრადელთა მცველმა საბა კვირკველიამ დაუდო, რომელმაც პირველი ტაიმის კომპენსიებულ დროში ავტოგოლი გაიტანა. ეს რუსეთის პირველობაზე საკუთარ კარში გატანილი მეხუთე გოლია. როგორც საბამ, ასევე სრულად ითამაშა მეორე ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმაც. ასეთი დიდი ანგარიშით “როტორი” რუსეთის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “როტორი” 18 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა და გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის.  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო