11 X 11
სპორტული პორტალი

“ჭიაბერ ჯიგარი ხარ!” – ჭიაბრიშვილმა მსაჯს თავი ვერ ჩაარტყა, ხელით კი მიწვდა [VIDEO]

0

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივი” თანაქალაქელ “საბურთალოსთან” 0:1 დამარცხდა და დიდი ალბათობით, მომავალ მატჩებში მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

“რკინიგზელთა” დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი მატჩის მთავარი მსაჯი ალეკო აფციაურის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა (მსაჯმა დავით უბილავას ყვითელი ბარათი უჩვენა) და რეფერის მისამართით საყვედურის სიტყვები არ დაიშურა.

ალეკო აფციაურმა კი ჭიაბრიშვილს, საბოლოოდ, წითელი ბარათი უჩვენა, რაზეც გაბრაზებულმა ჭიაბრიშვილმა მსაჯისთვის თავის ჩარტყმა სცადა და შემდეგ მკერდში დაარტყა. ამის მერე კი მოედანიც დატოვა.

 

ნიშანდობლივი იყო ის ფაქტი, რომ, როცა ჭიაბრიშვილი მოედანს ტოვებდა, ტრიბუნებიდან ვიღაც იძახდა: “ჯიგარი ხარ ჭიაბერ, ჯიგარი ხარ ჭიაბერ!”

ჩვენს ჩემპიონატში მსაჯების მიმართ უხეში ქმედებები მწვრთნელების მხრიდან უცხო ნამდვილად არ გახლავთ. გახსოვთ, თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძის მოქმედებები, გინება. მათ მიმართ აგრესიას არც კლუბების ხელმძღვანელები იშურებენ.

შემდეგ გამოდიან ხოლმე მწვრთნელები და ამბობენ, რომ შეცომა დაუშვეს და ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. მერე კი წრეზე მივდივართ… რეალურად, კი ფეხბურთელებსაც ცუდ მაგალითს აძლევენ, კოლეგებსაც. ქართველ მსაჯებს საკუთარი შეცდომები ჰყოფნით, თუმცა ქართული კლუბების წარუმატებლობა მათი ბრალი ნამდვილად არ არის.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო