11 X 11
სპორტული პორტალი

18 წლის წინ “ოლდ ტრაფორდზე” რონალდოს ბენეფისი შედგა – მანჩესტერელი პუბლიკა ფეხზე წამოუდგა! [VIDEO]

0

2003 წლის 23 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის “რეალი” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩავიდა.

“გალაქტიკოს” პირველი შეხვედრა 3:1 ჰქონდა მოგებული, რაც მშვენიერი ფორა გახლდათ. თუმცა, ვისენტე დელ ბოსკეს ის გუნდი დაცვითი თამაშით არასდროს გამოირჩეოდა და თავის თავს ესპანელებმა არც ინგლისში უღალატეს.

“რეალი” უტევდა, მატჩი კი რონალდოს ბენეფისად იქცა, რომელმაც ჩრდილოელების კარში 3 გოლი გაიტანა და მიუხედავად 3:4 მარცხისა, “ბლანკოსი” 1/2-ფინალში გაიყვანა.

“ძალიან მაგარი იყო, ჰეთთრიკის შესრულება შევძელი. პუბლიკის რეაქციის გამო სიტუაციაც განსაკუთრებული გახლდათ, მაშინ ინგლისში გოლის გატანა პირველად მოვახერხე.

როცა მოედანს ვტოვებდი, ხალხი ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტებიც მაცილებდა. მართლაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

ასეთი რამ მას შემდეგ ჩემს კარიერაში არასდროს ყოფილა და ამიტომაც, ეს დღე ძალიან საინტერესო და გამორჩეულია,”- იხსენებს რონალდო.

ლიგის ნახევარფინალში “რეალი” “იუვენტუსთან” ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. იმ წელს კი, კახა კალაძემ კარიერაში ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.

თუმცა ეს შეხვედრა ისტორიაში სამუდამოდ შევა, როგორც პლეი-ოფების ერთერთი გამორჩეული მატჩი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო