11 X 11
სპორტული პორტალი

ებრაელი რეფერი სქესს შეიცვლის და პრემიერ ლიგაში იმსაჯებს

0

ისრაელის პრემიერ ლიგის მსაჯმა საგი ბერმანმა ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერისთვის მზადება დაიწყო.

“სამშაბათს, 12:00 საათზე, ჩვენ პრესკონფერენციას გავმართავთ მსაჯ საგი ბერმანთან ერთად, რომელიც დაწვრილებით მოჰყვება სქესის შეცვლის პროცედურის დაწყების შესახებ. საგი ახალი სახელი აირჩია – საპირი და რამდენადაც შესაძლებელია, ითხოვს, რომ მას ისე მიმართონ, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელს,”- წერია ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

პროცესის სამედიცინო ნაწილი 3 წელს გასტანს, თუმცა როგორც ებრაულ გამოცემა Sport 5-ზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს, ბერმანმა უკვე მიიღო ყველასგან განცალკევებული გასახდელი ოთახი.

არბიტრი სამსაჯო კარიერის გაგრძელებას ისრაელის პრემიერ ლიგაში აპირებს, რომლის შეხვედრებსაც გასული სეზონის შემდეგ სჯის. ისრაელის ფებურთისა და სამსაჯო ასოციაციამ რეფერის სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც ცნობილია, საპირი ტექნიკური ასპექტების მიმართულებით უეფასა და ფიფასთან კონსულტაციებს გადის.

2018/19 წლების სეზონის დასაწყისში ინგლისელი ნახევრადპროფესიონალი მსაჯი ლიუსი კლარკი ყველაზე გამორჩეული მსაჯი გახდა, რომელიც ტრანსგენდერი გახლდათ. ლიუსი ინგლისის ჩემპიონატის დაბალი დივიზიონის მატჩებსა და სამოყვარულო ლიგების შეხვედრებს სჯიდა.

წყარო: Eurosport
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო