11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ისტორიაში პირველი ქართველი – ევროპული გრანდი ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონის გადახდას გეგმავს

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ტურინის „იუვენტუსის“ ფანების ვებგვერდმა JuventusNews ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი ქართველი იქნება.

„კვარაცხელია „იუვენტუსში“ – გადამწყვეტი ბრძოლა თავდამსხმელისთვის. დეტალები გუნდის შესაძლო პირველი საზაფხულო ტრანსფერის შესახებ.

როგორც JuventusNews-მა გაარკვია, „იუვეს“ აშკარა უპირატესობა აქვს კონკურენტ გუნდებთან ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, რომელიც 2001 წელს არის დაბადებული და „რუბინში“ თამაშობს. გუნდმა უკვე დაჯავშნა შემდეგი სეზონის პირველი ტრანსფერი იმ პირობით, თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავა (სეზონის ფინიშამდე 5 ტურით ადრე, გუნდი მე-4 ადგილზეა)“, – ამტკიცებს JuventusNews.

ტურინელთა ფანგვერდი ტრანსფერის ღირებულებაზეც წერს: „ტურინის „იუვენტუსი“ რუსულ კლუბს 20 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გადაუხდის კვარაცხელიაში, რომელიც რუსეთის ლიგის MVP-დ და 2020 წელს საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ის „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი ქართველი იქნება“.

p.s. მოგვიანებით, “რუბინმა” ოფიციალურად იუწყა, რომ არც “იუვენტუსს” და არც სხვა კლუბს ხვიჩას ტრანსფერზე მათთვის არ მიუმართავს.

წყარო: 1tv

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო