11 X 11
სპორტული პორტალი

მესიმ მაიამიში მეორე სახლი იყიდა და “ინტერ მაიამიში” გადადის?

0
ჯერ კიდევ დეკემბერში ლეო მესიმ არ დამალა, რომ კარიერის ბოლოს MLS-ში თამაშზე უარს არ იტყოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება მოსწონს. თუმცა, იქვე დაამატა, რომ არ იცის ასე მოხდება თუ არა. რა იქნება მომავალში, ერთმა უფალმა უწყის, მაგრამ ლეოს მაიამიში, ცათამბრჯენ Porsche Design Tower-ში 8.3 მილიონ ევროდ უკვე აქვს ერთი ბინა ნაყიდი და ახლახან იქვე სახლიც შეიძინა, რომელიც მის მეუღლეს ანტონელას ძალიან მოეწონა და ოჯახს 5.7 მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ოთხი საძინებლისა და ამდენივე სააბაზანოსი, სახლს უზარმაზარი მისაღები ოთახი და რამდენიმე ტერასა აქვს. ლეოს ღვინის სარდაფი 1000 ბოთლზეა გათვლილი. სარდაფს ემიჯნება შამპანურის ბარი, სპა სალონი და ფიტნეს-ცენტრი.  სახლს, რა თქმა უნდა, საკუთარი დიდი აუზი აქვს და ოჯახს კიდევ ახლომდებარე 5 აუზის გამოყენება შეეძლება. ამ მეორე შენაძენმა კიდევ უფრო გაამძაფრა ვარაუდი, რომ თუ ახალი სეზონიდან არა, ადრე თუ გვიან ლეო აუცილებლად გადავა აშშ-ში. სხვათა შორის, “ინტერ-მაიამის” ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემი ძალიანაც ცდილობს მესი მის გუნდში გადასვლაზე დაიყოლიოს. წყარო: en.as.com
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო