11 X 11
სპორტული პორტალი

იბრა და ლუკაკუ დააჯარიმეს. იბრას სხვა საქმე ძიებაშია

0
გეხსომებათ, იანვარში იტალიის თასის “მილანი”-“ინტერის” მეოთხედფინალური მატჩისას როსონერელი იბრაჰიმოვიჩი და ნერიაძურელი ლუკაკუ წაკამათდნენ, კინაღამ იჩხუბეს, მაგრამ პარტნიორებმა დააშორეს ერთურთს და ზლატანი კარგა ხანს რაღაცას აქტიურად და დამცინავად ეძახდა რომელუს. ეჭვი იყო რასისტულ შეურაცხყოფაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შვედი ბელგიელს დედამისის მიერ მისსავე მოყოლილი ჯადოს (ვუდუ) გამოყენებაზე ერადავებოდა. ჰოდა, ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, კალჩოს დისციპლინარებმა გადაწყვიტეს იბრაჰიმოვიჩი 4 ათასი, ხოლო ლუკაკუ 3 ათასი ევროთი დააჯარიმონ. ფულის გაღება მოუწევთ მათ კლუბებსაც – “მილანს” 2 ატასი, ხოლო “ინტერს” 1250 ევროს გადახდა მოუწევთ. ეს არაფერია იმ უსიამოვნებასთან, რაც ზლატანის თავსაა. უეფამ დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, მართლა აქვს თუ არა იბრაჰიმოვიჩს მალტაზე რეგისტრირებულ საბუკმეიკერო კომპანიაში 10%-იანი წილი. ეს თავად იბრასაც არ უარუყვია, რაც ფიფა-უეფას წესების უხეში დარღვევაა და შვედ თავდამსხმელს ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა ნამდვილად მოუწევს და შეიძლება დისკვალიფიკაციაც მისცენ..
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო