11 X 11
სპორტული პორტალი

ხვიჩას მამა “იუვესთან” აქტიურ მოლაპარაკებებს ადასტურებს, პრემიერლიგიდანაც არის ინტერესი

0

ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელიამ Sportall.ge-სთან საუბრისას “იუვენტუსის” მხრიდან არსებული ინტერესი დაადასტურა.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა. მამუკა ჯუღელი მართლაც იყო ჩასული იტალიაში და “იუვენტუსის” წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურინელებს მართლაც სურთ ხვიჩას შეძენა და საქმე სერიოზულადაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები… ველოდებით 16 მაისს, როდესაც რუსეთში სეზონი დასრულდება.

აქვე გეტყვით იმას, რომ ჯუღელი “მილანის” წარმომადგენლებს არ შეხვედრია. კახა კალაძე ესაუბრა თუ არა ჯენარო გატუზოსა და პაოლო მალდინის, ამის შესახებ არაფერი ვიცი.

“ლიდსის” ინტერესი? – ამ გუნდზე არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ პრემიერლიგიდან არიან კლუბები, რომელთა დასახელებისგანაც თავს შევიკავებ, მაგრამ ხვიჩას დამატება უნდათ.

მოკლედ, ძალიან ბევრი გუნდია, რომელთაც ინტერესი გააჩნიათ. ახლა პირდაპირ ვთქვათ, რომ ხვიჩა “იუვენტუსში” წავა, ტყუილი გამომივა, მაგრამ ამ კლუბთან ძალიან აქტიური საუბარი მიდის”, –  გაანცხადა ფეხბურთელის მამამ. წყარო: Sportall.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო