11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

არჩევნებზე დამკვირვებელი მარსელო ჩელსისთან ვერ ითამაშებს

0
03.06.21. 663×81 ბანერი
კურიოზული სიტუაციაა მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი მცველის მარსელოს თავს. 4 მაისს ესპანეთში ადგილობრივი არჩევნები იმართება და მარსელო მადრიდის ასამბლეის არჩევნებზე დამკვირვებლად იქნა დასახელებული. ამიტომ მან დილიდან საღამომდე ეს სამოქალაქო მოვალეობა უნდა შეასრულოს. არ გაგიკვირდეთ, მარსელო ბრაზილიელი კი არის, მაგრამ ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს და რახან დამკვირვებლად დასახელდა, მასზე უარის თქმის უფლება არ აქვს. “რეალმა” საარჩევნო კომისიას კი მიმართა თხოვნით, გაგვინთავისუფლეთო, მაგრამ უარი მიიღო. ასე რომ, დიდი ალბათობით 5 მაისს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში, ლონდონში, “ჩელსის” წინააღმდეგ, მარსელო ვერ ითამაშებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო