11 X 11
სპორტული პორტალი

გიგზმა სასამართლოზე თავი დამნაშავედ არ ცნო

0
მანჩესტერის საქალაქო სასამართლომ განიხილა “მანჩესტერის”ლეგენდარული ფეხბურთელის, ახლა კი უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რაიან გიგზის საქმე, რომელსაც მეგობარ ქალზე ძალადობა და კიდევ ორი ქალის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ბრალდება. გიგზმა მოისმინა რა გამოძიების შედეგები და მისდამი წაყენებული ბრალდებები, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება და ამდენად, თავს დამნაშავედ არაფერში არ ცნობს. სასამართლოს მორიგი სხდომა 25 მაისს დაინიშნა. ამით მხოლოდ ის გაირკვა, რომ გამოძიების პერიოდსა და სასამართლოს ვერდიქტამდე პოსტიდან დროებით გადაყენებული გიგზი უელსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ უხელმძღვანელებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო