11 X 11
სპორტული პორტალი

არსენალში 1.8 მილიარდ ფუნტს იხდიან

0
მუსიკალური სტრიმინგული კომპანია Spotify-ის შეფი დანიელ ეკი “არსენალის” პატრონს სტენ კრონკეს “არსენალის” მიყიდვას სთხოვს და “კანონირებში”, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობს, 1.8 მილიარდ ფუნტს სთავაზობს. მას ამ საქმეში მხარს “არსენალის” ლეგენდები: ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი და პატრიკ ვიეირა უჭერენ. კრონკემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არ აპირებს კლუბის გასხვისებას. არადა, ფანები მისი კლუბიდან წასვლას ითხოვენ. დანიელ ეკი აცხადებს, რომ ამ საქმეს მანამ არ მოეშვება, სანამ საწადელს არ მიაღწევს. წყარო: skysports.com
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო