11 X 11
სპორტული პორტალი

ცნობილია დეტალი, რატომ უჩივის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბასილაშვილს

0

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს მისი ყო­ფი­ლი ინ­ვეს­ტო­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვა უჩი­ვის. რო­გორც კა­ჭა­რა­ვას ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ბიზ­ნეს­მენ­მა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო, სა­ნაც­ვლოდ კი, როცა ნი­კო­ლო­ზი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 50 ჩოგ­ბურ­თელს შო­რის და­ი­კა­ვებ­და ად­გილს, შე­მო­სავ­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტი კა­ჭა­რა­ვას­თვის უნდა გა­და­ე­ხა­და, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტის თქმით, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა.

“ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვას ერთ-ერთი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი ჰქონ­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით – მან ჩადო ინ­ვეს­ტი­ცია. ნი­კო­ლოზ­სა და ირაკ­ლის შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ირაკ­ლი ნი­კო­ლო­ზის და­ფი­ნან­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

სა­ნაც­ვლოდ იყო პი­რო­ბა, რომ ორ­მოც­და­ა­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, მას საპ­რი­ზო და სა­რეკ­ლა­მო ჰო­ნო­რა­რე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­დან პრო­ცენ­ტი უნდა გა­და­ე­ხა­და ინ­ვეს­ტო­რის­თვის.

2017 წლი­დან დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თუნ­ცა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მისი მხრი­დან არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ირაკ­ლი კა­ჭა­რა­ვა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად მი­ე­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს­თვის”, – ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც “ტვ პირ­ვე­ლი” ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო