11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

დერბი “დე ლა მანდარინა” “დინამომ” უდიდესი სხვაობით ზესტაფონში მოიგო [VIDEO]

0
03.06.21. 663×81 ბანერი

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში დერბი “დე ლა მანდარინა” გაიმართა, რომელშიც ბათუმის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” გაანადგურა.

შეხვედრაში ანგარიში ქობულეთლებთმა გახსნეს: მე-14 წუთზე “შუქურა” ინგოროყვამ დააწინაურა, ამის შემდეგ კი გოლები მხოლოდ ბათუმელებმა გაიტანეს.

მამუჩაშვილმა ულამაზესი ჯარიმა შეაგდო, ამას გროცურეკის დუბლი მოჰყვა, ტაიმის ბოლოს კი ფანცულაიამ შეაგდო და პირველი ნახევარი “დინამომ” 4:1 მოიგო.

მეორე ნახევარში დუბლი ჯიღაურმა შეასრულა, ფანცულაიამ კიდევ ერთი შეაგდო და ზარიამ ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 8:1.

ამ მოგებით ბათუმის “დინამომ” 22 ქულა დააგროვა და თბილისის “დინამოს” 3 ქულით ჩამორჩება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო