11 X 11
სპორტული პორტალი

მესი რჩება, ხელფასიის განახევრებას თანხმდება და იმ ფულით ბარსა ჰოლანდს იყიდის

0
რამდენიმე დღის წინათ ლეო მესის მამა ხორხე და “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ერთმანეთს შეხვდნენ. კლუბი მესის ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და ხელფასს გაუნახევრებს, რათა დაზოგილი ფულით “ბარსამ” ერლინგ ჰოლანდის ყიდვა შეძლოს. ამით შესრულდება ლეოს სურვილი თავდასხმაში ძალიან ძლიერი პარტნიორი ჰყავდეს და გუნდს ტიტულებისათვის ბრძოლა გაუადვილდეს. ორი წლის შემდეგ, თუ მესი “ბარსელონადან” წასვლას გადაწყვეტს, ის დევიდ ბექჰემის “ინტერ მაიამიში” გადავა, სადაც ასტრონომიული ხელფასი ექნება, კვლავ თავისი ძმაკაცის ლუის სუარესის მხარდმხარ ითამაშებს და თან ამერიკის კონტინენტზე “ბარსელონას” ელჩის ფუნქციებს შეასრულებს, ხოლო როდესაც კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდება. ლეო და მამამისი ამ წინანადებებით დაინტერესდნენ და ხორხე მესი და ჟოან ლაპორტა სწორედ ამიტომ შეხვდნენ ერთმანეთს. წყარო: sport.sky.it
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო