11 X 11
სპორტული პორტალი

პსჟ-მანჩესტერ სიტის ნამატჩევს

0
  ჩემპიონთა ლიგის პსჟ-მანჩესტერ სიტის პირველი ნახევარფინალური მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარები გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა გააკეთეს: პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლი გავუშვით და ამან ცოტა დაგვაბნია, მაგრამ საკუთარ თავში გამოვძებნეთ რესურსი და შევძელით მასპინძელთა დაწოლის ნეიტრალიზება. მეორე ტაიმში პრესინგის კუთხით თამაში შევცვალეთ, რაც ძალიან ძნელი და სახიფათოა როდესაც შენს წინააღმდეგ ნეიმარი, მბაპე და დი მარია თამაშობენ, მაგრამ ფეხბურთელებმა ჩემი დავალება შეასრულეს და მატჩის მსვლელობას მთლიანად ვაკონტროლებდით. მოვახერხეთ ორი გოლის გატანა და განმეორებითი მატჩის წინ ფორა შევიქმენით. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მანჩესტერული მატჩისათვის დიდი მომზადება გვჭირდება, რათა ფინალში გასვლა შევძლოთ. ამ სტადიაზე “სიტის” არასოდეს უთამაშია და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ეს ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლიეს”. კევინ დე ბრიუნე (“სიტი”, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი): მიხარია, რომ პირველი გაშვებული გოლის შემდეგ არ გავტყდით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ორმა განსხვავებულმა ტაიმმა გვაჩვენა, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. წინ განმეორებითი მატჩია, რომელშიც ყველაფერი გადაწყდება და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ”. მაურისიო პოჩეტინო (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისეთი დაბალანსებული გუნდის, როგორიც “სიტია”, ნეიტრალიზება ძალიან რთული საქმეა. მეორე ტაიმში მთლიანად “სიტი” დომინირებდა. მართალია, მათი ორივე გოლი შემთხვევითობის წყალობა გახლდათ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ჩვენზე მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს. ახლა მიჭირს იმის თქმა თუ რით გვძლიეს, უფრო ფიზიკური მომზადების მხრივ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ მეტი აგრესიულობა გვმართებდა და შეგვეძლო მინიმუმ ფრის მიღწევა”. მარკინიოსი (პსჟ-ს კაპიტანი): ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. პირველ ტაიმში გატანილი გოლის შემდეგ მეტი მობილიზება გვმართებდა და მაშინ მატჩს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებდით. სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მაგრამ წინ განმეორებითი მატჩია და უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. პსჟ-ს ფინალში გასვლის იმედი არ დაუკარგავს”. წყარო: dailymail.co.uk  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო