11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდოსგან გაუპატიურებული 56 მილიონ ფუნტს ითხოვს [VIDEO]

0
შეიძლება გახსოვთ, რომ 2018 წელს კრიშტიანო რონალდოს ამერიკელმა მოდელმა ქეთრინ მაიორგამ უჩივლა, 2009 წელს ლას-ვეგასში რონალდომ გამაუპატიურაო და მისი დასჯა მოითხოვა. მოკვლევამ მაშინ დაადგინა, რომ კრიშტიანომ და ქეთრინმა ერთმანეთი მართლაც ლას-ვეგასში გაიცნეს ღამის კლუბში, მთელი ღამე ერთად ცეკვავდნენ (იხ. ვიდეო)და შემდეგ ფეხბურთელის ნომერში განმარტოვდნენ. რაც იქ მოხდებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის, მაგრამ ქალმა განაცხადა, რომ რონალდოს მასთან ანალური სექსიც ჰქონდა, რაც ქეთრინს არ უნდოდა და ამას გაუპატიურებად მიიჩნევს. ისიც დადგინდა, რომ 2010 წელს რონალდომ მაიორგას ამ ინციდენტის გაუთქმელობისათვის 375 ათასი დოლარი გადაუხადა, რაც კარგად გამოიყენეს ფეხბურთელის ადვოკატებმა  და სასამართლომ რონალდოს სასჯელი არ დააკისრა..ქეთრინ მაიორგას ეს ვერდიქტი ძალიან არ მოეწონა და ახალი სარჩელი გაამზადა. ის კომპენსაციად რონალდოსაგან ახლა 56 მილიონ ფუნტს მოითხოვს და რატომ ზუსტად ამდენს, ასე ჩამოკაკლა: 18 მილიონი ფუნტი “წარსულში მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისათვის”, კიდევ 18 მილიონი ფუნტი “მომავალში განსაცდელი ტკივილისა და ტანჯვისათვის” და ერთი 18 მილიონიც “ჯარიმად ” დაეკისროს. ის აღებული 375 ათასი დოლარი კი იმიტომ არ აკმაყოფილებს, რომ 2010 წელს “სათანადო ფსიქიკურ მდგომარეობაში” არ იმყოფებოდა და კომპენსაციის ოდენობა რეალისტურად ვერ განსაზღვრა. ჯამში 56 მილიონი კი რონალდოს ორი წლის შემოსავალი ყოფილა და თუ მაიორგას ამდენს გადაუხდის, სარჩელს უკან გამოითხოვს.წყარო: mirror.co.uk
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო