11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ვერატი გვარდიოლას: “ენა ჩაიგდე!”

Parc des Princes
0
03.06.21. 663×81 ბანერი

პსჟ-ს იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩის დროს “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უხეშად მიმართა.

ვერატიმ “სიტის” ფეხბურთელის წინააღმდეგ სახიფათო ვარდნა გააკეთა, გვარდიოლამ კი მსაჯთან გააპროტესტა, იტალიელს ყვითელი ბარათი მიეციო. მწვრთნელის სიტყვები ვერატიმ გაიგონა და ესპანურად მიუგო: “რა ჯანდაბა გინდა? ენა ჩაიგდე რა!”

Football Italia იტყობინება, რომ ვერატის სიტყვები Sky Sport Italia-ს კომენტატორებმა გაიგონეს.

შეხვედრა კი მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

28.04. 2021. ჩემპიონთა ლიგა. პსჟ-მანჩესტერ სიტი 1:2 [VIDEO]
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო