11 X 11
სპორტული პორტალი

მესის ბუცები კრისტის აუქციონზე 125 ათას ფუნტად გაიყიდა

0
“კრისტის” აუქციონზე გასაყიდად გატანილი იყო “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესის იმ ბუცების წყვილი, რომელიც მას 2020 წლის 22 დეკემბერს “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ მატჩში ეცვა. სწორედ ამ შეხვედრაში შეაგდო ლეომ გოლი, რომელიც მის “ბარსელონურ” კარიერაში 644-ე გამოდგა და ამით ერთი კლუბის შემადგენლობაში გატანილ გოლთა რაოდენობით, მან ფეხბურთის მეფის, პელეს რეკორდი დაამხო. მართალია, დავა კი მიმდინარეობს, რომ პელეს ბევრად მეტი გოლი აქვს სეგდებული, მაგრამ ეს სხვა საკითხია. მესის ბუცები აუქციონზე 125 ათას ფუნტად გაიყიდა და მიღებული თანხა ბარსელონას ერთ საუნივერსიტეტო კლინიკის ბიუჯეტში ჩაირიცხება. წყარო: “კრისტის” ტვიტერი
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო