11 X 11
სპორტული პორტალი

გარდაიცვალა ესპანელი კომიკოსი ელ რისიტასი – მისი ვიდეო ყველამ იცის, თუმცა სპორტზე არ ლაპარაკობდა [VIDEO]

0

ესპანეთში, ქალაქ სევილიაში 65 წლის ასაკში ხუან ხოია ბორხა გარდაიცვალა, ესპანური ტელეგადაცემების ცნობილი გმირი. ხუანი, რომლის მეტსახელიც ელ რისიტასი (მასხარა) გახლდათ, ინტერნეტში მემე 2007 წლიდან ხდება, როცა მისი ხესუს კინტეროს შოუში მონაწილეობის ამსახველი ვიდეო იუთუბზე აიტვირთა. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სუბტიტრებს ადებდნენ, რომელსაც ორიგინალთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

რეალურად, კი ელ რისიტასი იხსენებდა ძველ ამბავს, როცა მზარეულის დამხმარედ მუშაობდა და ზღვაში პაელას (ესპანური კერძი) მოსამზადებელი ინგრედიენტები დატოვა, დილით კი თითქმის არაფერი დახვდა, მიქცევისას ზღვას ინგრედიენტთა დიდი ნაწილი წაეღო…

ხუანს საფეხბურთო სუბტიტრებს ხშირად აწერდნენ, თუმცა მას ფეხბურთი ისედაც უყვარდა. ის “ბეტისის” ფანი იყო და ერთერთ გადაცემაში ესპანური ფეხბურთისა და “ბეტისის” ლეგენად ხოაკინთან კიკერიც ითამაშა და გაიმარჯვა კიდეც.

ელ რისიტასი “ვირხელ დელ როსიოს” სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი არ სახელდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო