11 X 11
სპორტული პორტალი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშია

0

გუშინ, 30 აპრილს, მიუნხენის ტურნირის 1/4-ფინალური მატჩები წვიმის გამო შეწყდა და შეხვედრის გაგრძელება ვერც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოახერხა, თუმცა ნიკომ დღეს გაგვახარა.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოშს ეთამაშებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 2 სეტში დაამარცხა: 6:4; 6:4.

ნიკოლოზი ტურნირის ნახევარფინალში დღესვე ითამაშებს. მისი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ნორვეგიელი კასპერ რუდი იქნება. ეს დუელი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მიუნხენის ტურნირი 250-იანი კატეგორიისა. გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასა და 21,655 ევროს მიიღებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო