11 X 11
სპორტული პორტალი

იუვენტუსის ხელმძღვანელობა მთლიანად შეიცვლება

0
იტალიური მედიის ცნობით, “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ელკანი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და კლუბის პრეზიდენტს ანდრეა ანიელის, სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩისა და ვიცე-პრეზიდენტს პაველ ნედვედს შეხვდა. ბუნებრივია, საუბარი ბიანკონერიში შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას ეხებოდა. ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ანდრეა პირლო მალე “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. პარატიჩისა და ნედვედს კონტრაქტები 30 ივნისს უთავდებათ და მათ, დიდი ალბათობით, აღარც გაუგრძელებენ. ანიელსაც გადადგომა მოუწევს. ანიელის შემცვლელად “ფიატის” ერთ-ერთ ხელმძღვანელს ალესანდრო ნაზის ასახელებენ, ხოლო პარატიჩის ადგილს “ნაპოლის” სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლის უწინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ აგრეთვე დავიდ ტრეზეგესა და ალესანდრო დელ პიეროს დაბრუნებას. წყარო: football-italia.net
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო