11 X 11
სპორტული პორტალი

ვინ აატირა ჯიჯი დონარუმა?

0
“ბენევენტოსთან” მატჩის წინ “მილანის” ხელმძღვანელობამ მეკარე ჯიჯი დონარუმას ტიფოზებთან შეხვედრა დაავალდებულა, საიდანაც ჯიჯი აცრემლებული გამოვიდა. ულტრასებმა მას გადაჭრით  მოთხოვეს 9 მაისს “იუვენტუსთან” მატჩში არ ითამაშოს, თუ როსონერის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. დონარუმას შეხვედრაზე უთქვამს, რომ მართალია მასზე ზეწოლას “მილანის” შეფები და პირადი აგენტი მინო რაიოლა ახდენენ, მაგრამ უახლოეს დღეებში თავად მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება “მილანში” თუ სხვაგან გააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, რაიოლა “მილანისგან” ითხოვს მის კლიენტს მხოლოდ ორი წლით გაუგრძელონ კონტრაქტი და წელიწადში 12 მილიონი ევრო უხადონ, რასაც კლუბი არ თანხმდება. “იუვენტუსმა” კი გამოაცხადა, რომ დონარუმას 12-ს არა, მაგრამ 10 მილიონს კი გადაუხდის. წყარო: corrieredellosport.it
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო