11 X 11
სპორტული პორტალი

მესიმ მთელი გუნდი სახლში დაპატიჟა [VIDEO]

0
დღეს, საღამოხანს “ბარსელონას” კაპიტანმა ლეო მესიმ გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები სახლში, სადილზე დაპატიჟა. ეს პურობა გუშინ, გასვლაზე “ვალენსიასთან” გამარჯვების აღსანიშნავად მოეწყო და კიდევ იმისათვის, რომ ლა ლიგის გადამწყვეტი მატჩების წინ მოთამაშეები ერთ მუშტად შეიკრან ჩემპიონობის მოსაპოვებლად. რით გაუმასპინძლდა ლეო თანაგუნდელებს, ჩვენმა კატალონიელმა კოლეგებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, თუმცა იმედია სადილის მენიუს და იქ ნაუბრებს მაინც შეიტყობენ. ერთი რაც მოხერხდა ის გახლდათ, რომ  მესის სახლის ასახვევთან მდგარმა მედიელებმა “ბარსას” მოთამაშეების მანქანები ვიდეოზე დააფიქსირეს.წყარო: sport.es 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო