11 X 11
სპორტული პორტალი

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი კლუბი – მეორე დივიზიონში თამაშობს, მაგრამ ესთეტიკურად ტოპ-ებს ჯობს

0

იქ ფეხბურთი პირველი არაა, რასთანაც ქალაქი ასოცირდება. მისი სტატუსი მოკრძალებულ, მაგრამ იტალიაში ერთერთ უძველეს სტადიონ „პიერ ლუიჯი პენცოში“აისახება, რომელიც იტალიელი ავიატორი მაიორის სახელს ატარებს.

ეს ხომ ვენეციაა – წყლის არხებია, ლამაზი არქიტექტურა და ვივალდის, ბაირონისა და დოსტოევსკის შთაგონების ადგილი.

არენა ტურისტთა ნაკადიდან ქალაქის ყველაზე აღმოსავლეთ ღირსშესანიშნაობების წერტილთან დაიმალა, სადაც არაა გზის მანიშნებელი, იქ მისვლა კი მხოლოდ ფეხით ან ნავით შეიძლება. ამის გამო არენას ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ აკრიტიკებდნენ. „სტადიონი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პროვინციისა და პერიფერიის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ იქ ადვილად და სწრაფად მისვლა“, – წერდა გაზეთი Il Calcio Illustrato 1932 წელს.

მსგავსი ისტორიაა ადგილობრივ გუნდთან დაკავშირებითაც, რომელიც დიდი ხანია არსებობს, წყნარად და ძირითადად მეორე დივიზიონში – საუკეთესო მიღწევა 1941 წელს თასის მოგებაა. ბოლო 20 წელიწადში სამჯერ გაკოტრდა.

მიუხედავად სირთულეებისა, „ვენეცია“ ქალაქისა და მისი ესთეტიკის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. საკმარისია მის ემბლემას დახედოთ: იქ მისი დაარსებიდან წმინდა მარკის ლომია გამოსახული.

ფრთებიანი ლომი ვენეციის მთავარი სიმბოლოა, მას ყველგან ნახავთ – ძველი შენობების ფასადებიდან დაწყებული სან-მარკოს მოედნამდე, რომლის თავზეც აღმართულია ქანდაკება.

90-იანი წლების ბოლოს, როდესაც „ვენეცია“ სერია А-ში ასპარეზობდა, კლუბის ფერებში გამოსახული ლომი გუნდის საშინაო მატჩებისას ფეხბურთელთა მაისურებს ამშვენებდა. ასეთი მაისურით თამაშობდა „ინტერიდან“ განათხოვრებული რეკობა.

ახლა „ვენეცია“ მეორე დივიზიონში მეოთხე ადგილზეა და სერია А-ზე ოცნებობს, მაგრამ ესთეტიკით ახლაც შეუძლია ტოპ-ებს კონკურენცია გაუწიოს. კლუბი კულტურულ რენესანსს განიცდის.

„ვენეციამ“ კულტურული გაცვლითი პროგრამა მოიგონა. პირველი მონაწილე ფოტოგრაფი და MLS-ს ყოფილი ფეხბურთელია

ოქტომბერში „ვენეციამ“ უნიკალური პროექტი გაუშვა – VFC AiR. საერთაშორისო გაცვლის კულტურული პროგრამის მსგავსი. კლუბი შემოქმედ ადამიანებს მასპინძლობს, რათა მათ ქალაქსა და ფეხბურთს შორის კავშირი შეისწავლონ. თუმცა, ამ სიახლემ იტალიაშიც კი ვერ მოიპოვა დიდი პოპულარობა. ისტორიას ძირითადად მედია ჰყვებოდა, რომელიც საფეხბურთო კულტურაზე წერს.

პირველი მონაწილე ფოტოგრაფი იტან უაიტი გახდა. ის ამერიკულ „დი სი იუნაიტედში“ და „ნიუ იორკ სიტიში“ თამაშობდა, მაგრამ ფეხბურთს ფოტოგრაფიის გამო დაანება თავი. „მე ფეხბურთს არ შევეშვი, მე ცხოვრება დავიწყე“, – ასე ახსნა უაიტმა კარიერის 26 წლის ასაკში დასრულება. ის ფოტოგრაფად adidas-ში, Umbro-ში, US Open-სა и EA Sports-ში მუშაობდა, აგრეთვე 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

abona (@rabonamag) | Twitter

იტანმა ვენეციაში ცხრა თვე უნდა იცხოვროს (უკვე ექვსი თვე გავიდა), გამოიკვლიოს და თვალი ადევნოს კლუბს, რათა ობიექტურად მოგვითხროს საფეხბურთო კულტურისა და ქალაქის შესახებ.

„გუნდის სერია А-ში დაბრუნების გარდა კლუბის ახალ მფლობელებს სხვა მისიაც აქვთ – „ვენეციასგან“ მაქსიმალური მასშტაბების ბრენდი შექმნან. მე ჩემი გამოცდილების გამო ფეხბურთის, კულტურისა და ვენეციის ცხოვრების წესის გადასაღებად მიმიწვიეს. მე მოვუთხრობ მათი სეზონის ისტორიისა და იმის შესახებ, თუ როგორ აღმოვაჩინე ჩემთვის ეს გასაოცარი ქალაქი“, – ციტირებს იტანს ჟურნალი „რაბონა“.

უაიტის სურათები ხშირად ქვეყნდება „ვენეციის“ „ინსტაგრამსა“ და ფოტოგრაფის საიტზე.

იტანი ქალაქის ხედებს აფიქსირებს.

მცხოვრებელთა ყოველდღიურ ყოფას

ქალაქის საფეხბურთო ცხოვრებას.

არქიტექტურას.

სტადიონთა ახალ რეალიებს.

და რა თქმა უნდა, „ვენეციის“ ცხოვრებას.

„ვენეციამ“ ლამაზი ფორმით დაგვიპყრო. მათ „ნაიკთან“ აგვისტოდან პრემიალური კონტრაქტი აქვთ

კულტურული გაცვლითი პროგრამის რამდენიმე თვით ადრე ამ ფორმამ ბევრი აღაფრთოვანა. დიზაინერებმა საკლუბო ფერები აიღეს, ჰორიზონტალურ ხაზებად განათავსეს, სპონსორის ლოგოს ადგილზე კი უბრალოდ წარწერა გააკეთეს – Venezia F.C. ძალიან ორიგინალური გამოვიდა.

„ვენეციის“ ფერებს დიდი ისტორია გააჩნია.

თავიდან წითელ-ცისფერი იყო, არსებობის მეორე წელს (1908-ში) შავ-მწვანე გახდა. დროთა განმავლობაში კლუბ „მესტრესთან“ გაერთიანდა და ნარინჯისფერი დაემატა. გამოდის: „მილანი“ – „როსონერი“, „ინტერი“ – „ნერიაძური“ და „ვენეცია“ – „არანჩიანეროვერი“ (ნარინჯისფერ-შავ-მწვანე).

საყელოიანი საშინაო თეთრი კომპლექტი არანაკლებ ლამაზი გამოვიდა.

საინტერესოა, რომ „ვენეციას“ „ვოლფსბურგის“ მსგავსად „ნაიკთან“ პრემიალური კონტრაქტი აქვს და ამ დროს მეორე დივიზიონში თამაშობს! „პრემიუმის“ კატეგორიის კლუბები „ნაიკისგან“ ფორმის ექსკლუზიურ დიზაინს იღებენ და თანხას ლიცენზირებული ხელშეკრულების მიხედვით.

ხანდახან „ნაიკი“ „ვენეციასთვის“ ლიმიტირებულ ფორმებს ამზადებს. კლუბის ფან-შოპში იყიდება მაისური, რომელიც შექმნილია ვენეციელი მხატვრის კანალეტოს შემოქმედების მიხედვით.

კიდევ „ვენეციას“ ონლაინ-მაღაზიაში არის მოდური პოლო.

ვინ ზრუნავს კლუბის სილამაზეზე?

„ვენეცია“ მუდამ ყველას მსგავსი არ იყო. უკეთ მას შემდეგ ათამაშდა, რაც 2015 წელს იურისტ ჯო ტაპოკინას ხელმძღვანელობით ამერიკელი ინვესტორები მივიდნენ.

2011 წელს კლუბი მოსკოვის ოლქის ხიმკის ყოფილმა მერმა კორაბლინმა შეიძინა, რომელმაც მხოლოდ სერია D-ში გუნდის ლიცენზირებისთვის საჭირო 400 ათასი ევრო გადაიხადა. მისი ხელმძღვანელობით მეხუთედან მეოთხე ლიგაში გადავიდა, 2015 წელს კი ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს ოთხი თვის განმავლობაში ხელფასები ვერ გადაუხადა, უჩივლეს და ოლიგარქმა ექვსმილიონიანი ვალით ქალაქის მერიას გადასცა. გაბანკროტების პროცედურა დაიწყო და ახალი სააქციო საზოგადოება შექმნეს.

ამის შემდეგ მივიდნენ ამერიკელები. გამობრძმედილმა იურისტმა ტაკოპინამ ამბიციური გეგმები დაისახა – სერია А-ში გადასვლა, ახალი 25-ათასიანი სტადიონი და ფეხბურთის ტურიზმის მეშვეობით განვითარება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ პროექტი დატოვა.

2020 წელს აქციათა 100% კომპანია VFC Newco-მ შეიძინა, ტაპოკინა კი „კატანიას“ ასაღორძინებლად გაემგზავრა. ახალი პრეზიდენტი ნიუ იორკის საფონდო ბირჟის ყოფილი ბოსი დუნკან ნიდერაუერი გახდა. მანაც იგივე მიზნები დაისახა.

ამერიკელები ბრენდს დიდ ყურადღებას აქცევენ და „ვენეცია“ მომხიბვლელი შეიქნა. კრეატიულ ნაწილს ნიუ ირკის სააგენტო Fly Nowhere კურირებს. ფორმასთან დაკავშირებით ყველაფერს უხელმძღვანელეს – ფოტოსესიიდან დაწყებული სოცილურ ქსელებში რეკლამირებით დამთავრებული.

სააგენტო ვიზუალთან დაკავშირებით ყველაფერს კურირებს

თებერვალში „ვენეციამ“ კარნავალთან დაკავშირებით სპეციალური ფორმა დაამზადებინა. მაისურებზე უკან ნომრებზე ვენეციური ნიღბები გამოსახეს.

„ჩვენ ბრენდის მართვაზე ვართ პასუხისმგებლები, მარკეტინგზე, მედიაზე, დიზაინსა და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ჩვენს წინაშე სერია А-ს კლუბებთან მოედანს მიღმა კონკურენციის ამოცანა დგას, მთელი მსოფლოდან ახალი გულშემატკივრების გადმობირება, მაგრამ სერია B-ს ბიუჯეტით. ჩვენ მსხვილი ტელეარხებისგან და „იუვენტუსთან“ და „ინტერთან“ მატჩებისგან ფულს არ ვიღებთ, მაგრამ ვენეცია წმინდა ადგილია, მთელს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობადი. ჩვენ უნიკალური ისტორია გვაქვს, რომელიც შეგვიძლია ყველას მოვუყვეთ და არ აქვს მნიშვნელობა რომელ დივიზიონში ვასპარეზობთ“, – ამბობს Fly Nowhere-ს თანამფლობელი ტედ ფილიპაკოსი.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო