11 X 11
სპორტული პორტალი

მოკრივემ საშინელი დანაშაული ჩაიდინა

0

მთელი პუერტო-რიკო შეძრა სასტიკად ჩადენილმა მკვლელობამ. პროფესიონალმა მოკრივემ, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ფელიქს ვერდეხო სანჩესმა, ვინაც პროფესიულ რინგზე 27 ბრძოლა (17 ნოკაუტით) მოიგო, მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, თავისი შეყვარებული, 27 წლის კეიშლი მარლენ როდრიგესი მოკლა და გვამი გადამალა.

პოლიციის ვერსიით, კეიშლი, რომელიც ორი თვის ორსული იყო, უარს ამბობდა აბორტის გაკეთებაზე და მაშინ ფელიქსმა ის სახეში მუშტის დარტყმით გათიშა, შპრიცით სხეულში ჯერ უცნობი ნივთიერება შეუყვანა და შემდეგ გვამი, რომელსაც სიმძიმე შეაბა, წყალსაცავში გადააგდო. თავიდან ფელიქსი პოლიციასთან გვამის ძებნაში “თანამშრომლობდა”, ხოლო მისი აღმოჩენის შემდეგ, მკვლელობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თავად ჩაბარდა პოლიციას. ფელიქს ვერდახო სანჩესს ადრე მეუღლე ჰყავდა, რომელთანაც გოგონა შეეძინა.

წყარო:meaww.com

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო