11 X 11
სპორტული პორტალი

ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონია, ბაგრატ ნინიაშვილი უმედლოდ დარჩა

0
ყაზანის გრანდ სლემის ფინალში, -60 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ჩხვიმიანის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იყო. დაძაბულ, თითქმის თანაბარ ორთაბრძოლაში ჭიდაობა დამატებით დროში გადავიდა და მხოლოდ მე-9 წუთზე შეძლო ლუხუმმა მეტოქის შებოჭვა, სუფთა გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. -66 კგ-ში ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისათვის ყაზახ ესეთ კუანოვს შეხვდა და ბოლო წამებზე კონტრილეთზე წამოეგო, ყაზახმა ვაზარი აუღო და შებოჭა კიდეც.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო