11 X 11
სპორტული პორტალი

ვერატი და ერერა: კუიპერსი თამაშის დროს გვაგინებდა…

0

პსჟ-ს ფეხბურთელებმა “სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური დუელის განმეორებითი მატჩის მთავარი მსაჯი ბიორნ კუიპერსის მოქმედბები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ თამაშის მიმდინარეობისას რეფერი მათ აგინებდა.

ნიდერლანდელი არბიტრისაგან შეურაცხყოფის ობიექტები მარკო ვერატი და ლეანდრო პარედესი გახდნენ.

“მან უხეშ ფორმაში “იმაზე” გამგზავნა. მე რომ იგივე მეთქვა, 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას მივიღებდი. დიახ, მსაჯებს ბევრს ვესაუბრები, თუმცა არასდროს ვაგინებ,” – თქვა ვერატიმ RMC-სთან საუბარში.

“მსაჯმა ლეანდრო პარედესს უთხრა, “წადი შენი” (fuck you). წარმოგიდგენიათ, იგივე რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რამხელა დისკვალიფიკაციას მივიღებდით?”- თქვა ანდერ ერერამ.

ნაგინები პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტისთან” 0:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

წყარო: RMC

 
ვერატი გვარდიოლას: “ენა ჩაიგდე!”
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო