11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ფიფას პრეზიდენტი ნოვაციებს გვთავაზობს

0
03.06.21. 663×81 ბანერი
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ახალი წინადადებები წამოაყენა, რომლებიც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას. ჯანის თეზისები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს.სერიოზულად  შესწავლილ უნდა იქნას ფეხბურთელთა ხელფასების ოდენობა და გაირკვეს შესაძლებელია თუ არა დაწესდეს მათი ზედა ზღვარი. ასევე შეიზღუდოს ტრანსფერების თანხების ოდენობა და დადგენილ იქნას აგენტების საკომისიოთა ოდენობა და ამ საკითხში სრული გამჭვირვალობა იქნას მიღწეული.დადგენილ უნდა იქნას გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა, აუცილებელი უნდა იყოს გუნდში მათი აღზრდილ ფეხბურთელთა გარკვეული ოდენობა და იმ მატჩების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ფეხბურთელმა სეზონში უნდა ჩაატაროს.დადგენილ უნდა იქნას ფეხბურთელთა შვებულების მინიმალური დრო.ეს ყველაფერი არა მარტო სისტემის ეკონომიკურ სტაბილურობას მოიტანს, არამედ კონკურენტულ წონასწორობასაც შექმნის.და ბოლოს, განხილულ და დადგენილ უნდა იქნას საერთაშორისო კალენდარი და შეჯიბრებათა ფორმატი. ნაკლები რაოდენობა და მეტი ხარისხი – აი, ეს უნდა გახდეს ჩვენი დევიზი.ინფანტინომ დასძინა, რომ აპირებს შეხვდეს იმ კლუბების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ევროპის სუპერლიგის შექმნა ცადეს.  წყარო: reuters.com
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო