11 X 11
სპორტული პორტალი

ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

0
ყაზანის გრანდ სლემის მეორე დრეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიდან მხოლოდ -73 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა იმარჯვა. მესამე ადგილისათვის ჭიდილში მან ბელორუს ვადიმ შოკას გოლდენ სკორში იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამრიგად ჩვენი გუნდის მონაგარი ლუხუმ ჩხვიმიანის ოქრო და ნუგზარ ტატალაშვილის ბრინჯაოა. ხვალ -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში ქართველ ძიუდოისტთაგან იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და საბა ინანეიშვილი იასპარეზებენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო