11 X 11
სპორტული პორტალი

მაისურაძისა და სანებლიძის ბრინჯაოს მედლის შანსი

0
ყაზანის გრანდ სლემის ბოლო, მესამე დღეს საქართველოს ნაკრებიდან ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა. -90 კგ-სა და +100 კგ წონით კატეგორიებში იმედა გოგოლაძე და საბა ინანეიშვილი პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ. -90 კში ლუკა მაისურაძემ იოლად სძლია სენეგალელ აბდერაჰმან დიაოს, შემდეგ დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა შვედი მარკუს ნიმანი. მორიგი მეტოქე გერმანელი ტიმ შმიდტი იპონზე დასცა. 1/4 ფინალში იგივე დღე დააწია ისრაელელ ლი კოხმანს და 1/2 ფინალში იაპონელი სანშირო მურაოსთან გოლდენ სკორში სუფთად წააგო და საღამოს მესამე ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა -100 კგ-ში ონისე სანებლიძემ კუვეიტელ აბდულა ტალებთან მოგების შემდეგ, უზბეკ მუჰამად კურიმოვსაც სძლია. 1/4 ფინალში სერბი ალექსანდრ კუკოკი წმინდად დაამარცხა, მაგრამ 1/2 ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან, მიუხედავად აშკარა უპირატესობისა, ვაზარზე დაეცა და სიტუაციის სახსნელად დრო აღარ ეყო და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიღა დარჩა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო