11 X 11
სპორტული პორტალი

მხოლოდ მაისურაძის ბრინჯაო

0
ყაზანის გრანდ სლემის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრებიდან ლუკა მაისურაძესა და ონისე სანებლიძეს ჰქონდათ შანსი ბრინჯაოს მედლები მოეგოთ. -90 კგ-ში მაისურაძის მეტოქე ფრანგი კლერჟე გახლდათ, რომელმაც ორთაბრძოლის დროს ტრავმა მიიღო, ჭიდაობა მაინც გააგრძელა, თუმცა ქართველს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა. -100 კგ-ში სანებლიძეს რუსეთის წარმომადგენელი ბილალოვი დაუპირისპირდა. თანაბარ ორთაბრძოლაში ბილალოვი აშკარად პასიური გახლდათ, მაგრამ გერმანელი მსაჯი მაინც ორივეს აფრთხილებდა, ხოლო ჭიდაობის ბოლო წამებზე მეტოქეს აშკარად მოგონილი ვაზარი და ბრინჯაოს მედალი აჩუქა. ამრიგად, ეს ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო