11 X 11
სპორტული პორტალი

კალიდუ კულიბალი ჩამოაფასეს

0
შეიძლება გახსოვთ კიდეც, რომ ზამთარში “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებდა, კალიდუ კულიბალი ვისაც უნდა, 70 მილიონი ევრო ჩამოვიდეს და წაიყვანოს, ნაკლების შემოთავაზება კი არავინ გაბედოთო. არც მაშინ არავის შეუწუხებია დონ აურელიო და ეტყობა, არც ახლა იკლავენ თავს 29 წლის არცთუ ურიგო სენეგალელი მცველის საყიდლად და “ნაპოლიმ” გამოაცხადა, რომ კულიბალის ფასი 50 მილიონი ევროა. ვნახოთ, ამ ფასიდან სავაჭროდ რომელი კლუბები წამოვლენ? წყარო: gazzetta.it
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო