11 X 11
სპორტული პორტალი

35 წლის ფორვარდის ულამაზესი გოლი და ვეტერანს “ლილი” საფრანგეთის ჩემპიონობისკენ მიჰყავს [VIDEO]

0

35 წლის თურქმა ფორვარდმა ბურაქ ილმაზმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 36-ე ტურში “ლენსის” კარი ულამაზესი დარტყმით დალაშქრა.

“ლილის” ცენტრფორვარდი, რომელსაც აქამდე მხოლოდ თურქეთსა და ჩინეთში (სეზონნახევარი) უთამაშია, ევროპულ ლიგაში პირველ სეზონს ატარებს და თავის მოკრძალებულ გუნდს ჩემპიონობისკენ მიუძღვება.

ბურაქმა ლიგა 1-ის მოედნებზე ჯამში, 1884 წუთი გაატარა და ამ დროში 15 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

“ლილი” კი საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეშია და ტიტულის მოსაგებად “ანჟესა” და “სენტ ეტიენის” დამარცხება სჭირდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო