11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

“ღმერთის ხელით” მალაიზიის ჩემპიონატში 41 წლის მცველმა გაიტანა [VIDEO]

0
03.06.21. 663×81 ბანერი

მალაიზიის ჩემპიონატის ფარგლებში ერთმანეთს “კუალა ლუმპური” და უიტმ-ი შეხვდნენ, დამატებით წუთებზე კი 41 წლის ვეტერანმა შუკორ ადანმა დედაქალაქელები წაგებისგან ხელით გატანილი გოლით იხსნა.

ბოლო ადგილზე მყოფმა უიტმ-მა გოლი 84-ე წუთზე გაიტანა, კომპენსირებულ დროში კი სტუმართა მცველმა ადანმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წესების დარღვევა ვერ შეამჩნია, ფეხბურთელი კი მეტოქეების პროტესტის ფონზე მშვიდად აღნიშნავდა გოლს.

მალაიზიელის გოლი ძალიან ჰგავდა დიეგო მარადონას მიერ ინგლისის ნაკრებში გატანილ ბურთს – მსაჯმა იქაც ვერაფერი დაინახა, თუმცა ფეხბურთელების პროტესტსაც არ ენდო.

მალაიზიური შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო