11 X 11
სპორტული პორტალი

დიდი მწვრთნელობიდან მედია ვარსკვლავობამდე 

0

მოურინიო 2005  – მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი!

მოურინიო 2015 – მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი აღარ არის!

მოურინიო 2021 – საუკეთესო მწვრთნელი აღარ არის!

მოუს რეგრესის აღსაწერად რამდენიმე გზა არსებობს. მოდით, ფაქტებს მივყვეთ. პორტუგალიელი ბოლოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 7 წლის წინ იყო. ბოლო სამმა კლუბმა ის ისე გაათავისუფლა, რომ სეზონის დასრულებასაც აღარ დაელოდა. ისინი იმ 39-მა მილიონმაც ვერ შეაჩერა, რომელიც განსაკუთრებულსთვის გადასახდელი გაუხდათ.

ყველაფერი კარგად დანიელ ლევის გადაწყვეტილებაში ჩანს – მან ჩათვალა, რომ 29 წლის რაიან მეისონთან ერთად, კლუბს ლიგის თასის მოგების მეტი შანსი აქვს, ვიდრე მოურინიოსთან.

იმედგაცრუების ტენდენცია ნამდვილად გვეუფლება

* მოუს უკვე 3 არასრული სეზონი დაუგროვდა. “ტოტენჰემთან” თანამშრომლობა სეზონ-ნახევარში დასრულდა.

* კლუბების შედეგები შთამბეჭდავი არ ყოფილა. მას ფულიც ჰქონდა, ფეხბურთელები რომ ეყიდა, თუმცა საქმე დიდ წარმატებამდე არასდროს მიდიოდა. “ტოტენჰემამდე” პორტუგალიელს თასებზე საუბარი შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მათი პრესტიჟი კლუბების იმიჯს ნაკლებად შეეფერება.

* თავდაპირველად, მოურინიოს სტილს შედეგი მოჰქონდა – კონტრშეტევებზე მისი გუნდები წარმატებებს აღწევდნენ. ახლა ყველაფერი ავტობუსის კარიკატურას ემსგავსება.

ყურადღება მიაქციეთ ანალიტიკურ სისტემას, სადაც ანგარიშობენ მწვრთნელები გუნდებისთვის რამდენად შესაფერისები არიან: გუნდის ბიუჯეტი, ფეხბურთელების ხარისხი… ეს კლუბებს მწვრთნელების შერჩევაში ეხმარება.

ტოტენჰემში მოუს რეიტინგი 100-დან 18-ია (ლიგის დონესთან ადაპტაციის შემდეგ). რესურსების, მწვრთნელთა თანაფარდობის მხრივ, ის მიმდინარე პრემიერლიგაში ერთერთი ყველაზე ცუდი იყო. ასეთი დაბალი შედეგი პრემიერლიგის მწვრთნელების კონკურენციის გამოცაა. ჟოზეს საერთო რეიტინგი, ადაპტაციამდე – 59 იყო. ეს უფრო ცოტაა, ვიდრე სხვა ტოპ მწვრთნელების – ნაგელსმანი ლაიფციგში – 96; პოჩეტინო ტოტენჰემში – 98; გასპერინი ატალანტაში – 98; პეპი სიტიში – 100)

მოდელი ობიექტურ მონაცემებს ემყარება და სხავა და სხვა კატეგორიის მწვრთნელების მუშაობას რაციონალურად აფასებს. ჟოზეს ვერდიქტი: “უარესი, ვიდრე საშუალო დონის მწვრთნელისგან მოელოდი“. მას ისეთი უპირატესობები აღარ აქვს, რომლებსაც ობიექტური ინდიკატორების საშუალებით აღწერ. მისი უპირატესობები ახლა სხვა მხარესაა.

კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ამჟამინდელ მოურინიოს შეუძლია ძლიერი კლუბი ჩაიბაროს, ისე რომ მისი ძველი წარმატებები დავივიწყოთ? – ჩანს, არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი დანიშნვნა დაუსაბუთებელია.

გარდიანის ჟურნალისტმა, ჯონათან უილსონმა პორტუგალიელის მდგომარეობა ასე აღწერა: “ძველი ჟოზე იტყოდა: ამ სიტუაციის გადაჭრის ყველაზე პრაგმატული გზა რა იქნება?” ამჟამინდელი ჟოზე ამბობს: “მოურინიომ რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში?”

უილსონს მიაჩნია, რომ პარადიგმის ცვლილებამ მოურინიოს კარიერას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს შოუ მოედანზეც კარგად ჩანს. ის შოუს სულ დგამს – ხშირად საშინელს…

ჟოზეს ყველაზე ცნობილ ფრაზაში თქვენ განსხვავება შეგიძლიათ იგრძნოთ. მან თქვა – მე განსაკუთრებული ვარ. ეს მაშინ თქვა, როდესაც “ჩელსიში” პირველად დაინიშნა – ეს დაგეგმილს არ ჰგავდა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გულწრფელ ნათქვამად უფრო წარმოგვიდგება. მას არ გამოუყენებია the არტიკლი, უბრალოდ თქვა რომ ერთერთი განსაკუთრებულია. ეს ჟურნალისტებმა მისი აურისა და წარმატებების გამო აიტაცეს.

ახლა მოურინიო წარუმატებლობებს მუდმივად სხვადასხვა გარემოებებს აბრალებს, ხშირად – ფეხბურთელებსაც.

ისიც სათქმელია, რომ მისმა ბოლო დამსაქმებლებმა კლუბების შესახებ ფილმები გადაიღეს. მათ კინოს შესახებ მეტი იციან, ვიდრე ფეხბურთის. “რომას” რატომ დასჭირდა მოურინიო გასაგებია, შედეგის გარანტი ვეღარ არის, მაგრამ მაინც დიდი მწვრთნელია.

ჟოზე ის მწვრთნელია, რომელიც ამ რომასთვის იდეალური კანდიდატურაა. კლუბის მთავარი ვარსკვლავი ჰენრიხ მხითარიანია. გუნდი 3 მცველიანი ტაქტიკით თამაშობს, რაც მოუს არასდროს მოსწონდა. “რომაში” მხოლოდ სმოლინგია, ვინც დაცვის ცენტრში წყვილთან თამაშსაა მიჩვეული.

კლუბში გლობალური რესტრუქტურიზაციაა ჩასატარებელი. ფული თითქმის არ არის, თუმცა ურესურსობაში მოუს მცირე შესაძლებლობიდან ბევრის მიღება ადრე გამოსდიოდა.

ჟოზესგან ახლა წარმატება მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია, და არა მიწვევის მოტივაცია. თავადაც გულწრფელად ისაუბრა:

“კარგად ვიყიდები. ეს ფაქტია. ამის გაანალიზება და აღწერა ბევრნაირად შეგიძლიათ. 2 წლის განმავლობაში, “ტოტენჰემში” ვერაფერი მოვიგე, თუმცა ჩემზე ყველაზე მეტს წერდნენ.”

ჩანს, ეს წესები “რომასა” და ჟოზესთვისაც მისაღებია. მან მედია კონტრაქტები სანთან და თოქსფორთთან დადო, რათა ევროპის ჩემპიონატის დროს ითანამშრომლოს. ის ახლა ვერ ჩავარდება. ერთის მხრივ, მან თამაშის წესები ბრწყინვალედ გადაწერა და იპოვა ისეთი გუნდი, რომელიც ამითაა დაინტერესებული. მეორე მხრივ, მარცხის შიში მწვრთნელისთვის კარგი მოტივაციაა.

თუმცა, ძველი მოურინიო ფეხბურთის გულშემატკივრებს მოგვენატრა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო