11 X 11
სპორტული პორტალი

ნეიმარმა ბარსელონა გადააგდო თუ ..?

0
რიგი კატალონური გამოცემები გაღიზიანებით გამოეხმაურენ ცნობას იმის შესახებ, რომ ნეიმარმა პსჟ-სთან 2025 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, რადგან ბრაზილიელი ფეხბურთელი და “ბარსელონა” თითქმის შეთანხმებულნი იყვნენ, რომ მომავალი წლის ზაფხულში, როდესაც ნეის პარიზელებთან კონტრაქტი გაუთავდებოდა, თავისუფალ აგენტად დაბრუნდებოდა და ახლა ისე გამოვიდა, რომ მან ბლაუგრანა “გადააგდო”. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ნეიმარი ამ ნაბიჯზე იძულებით წავიდა, რადგან “ბარსელონას” ახალ ხელმძღვანელობას კლუბში ფინანსური აუდიტი დროულად უნდა დაემთავრებინა და ნეიმარისათვის მიეცა გარანტია, რომ 2022 წლიდან შეძლებდა მისთვის ხელფასის გარანტირებულად გადახდას, მაგრამ ბლაუგრანამ აქამდე ეს გარანტია ვერ მისცა. თავის მხრივ, პსჟ დაჟინებით ითხოვდა კონტრაქტის გაგრძელებას და ნეიმარმაც გაურკვევლობას პსჟ-ში დარჩენა ამჯობინა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო