11 X 11
სპორტული პორტალი

კავანი მანჩესტერში დარჩა

0
ინსაიდერი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საკუთარი ტვიტერიდან იუწყება, რომ 34 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ “მანჩესტერთან” კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება. “ელ მატადორი” მანკუნიანელებს შარშან ოქტომბერში თავისუფალ აგენტად შეუერთდა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ სეზონის ბოლოს მისი ერთი წლით გახანგრძლივებას, მაგრამ კავანის ინგლისში თამაში დიდად იმის გამო არ მოსწონდა, რომ პანდემიური შეზღუდვების გამო, სამშობლოდან ახლობლები ვერ სტუმრობენ და ამიტომ ხსენებული ოფციის გააქტიურებას არ აპირებდა. როგორც ჩანს, “მანიუს” მთავარი მწვრთნელის ოლე-გუნარ სულშერის დაჟინებულმა თხოვნებმა და იმანაც, რომ წელიწადში მარტო ხელფასად 10 მილიონ ევროს იღებს, ედინსონს დარჩენა გადააწყვეტინა. დაველოდოთ “მანჩესტერის” მიერ ამ ამბის ოფიციალურ დადასტურებას.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო