11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

“ბაიერნი” არ უნდა შექმნილიყო – გერმანული გიგანტის ებრაული და ბრძოლის წარსული

0
03.06.21. 663×81 ბანერი
Sport+Markt-ის მონაცემებით, “ბაიერნს” გერმანიაში 10 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა იქ ამდენივეს ეზიზღება. რა არის ამის მიზეზი? უპირველესად, მიუნხენელებს საკუთარი იდენტობა აქვთ, რომლითაც სხვებს ემიჯნებიან. “რეკორდმაისტერს” კონსერვატიული სისტემა აქვს ლოზუნგით – “MIA SAN MIA” (“ჩვენ ვართ ჩვენ” – ჩვენ ერთი ოჯახი ვართ) და ხაზს უსვამენ მათ განსაკუთრებულობას. ამასთან ერთად, “ბაიერნი” ამ ქვეყნის ფლაგმანია და ბოლო 9 წლის ბუნდესლიგის ტრიუმფატორი. მიუნხენელები სამყაროს ორად ყოფენ “ჩვენ და ისინი” – “ბაიერნი” და სხვები. “ბაიერნის” პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა: “ჩვენ ვავითარებთ ამ პოლარიზაციას. ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მედიისგან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობთ”.

გასაკვირი არ არის, ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილს “ბაიერნის” ქედმაღლობა რატომაც არ მოსწონს. გრანდად არც ერთი კლუბი შექმნილა, თუმცა ზოგიერთს უფრო რთული გზის გავლა მოუხდა, ვიდრე დანარჩენებს. “ბაიერნმა” სანამ “FC Hollywood” გახდებოდა, ურთულესი გზა გაიარა. აქ მოვყვებით ისტორიას, რომელიც ამ კლუბის ბევრმა გულშემატკივარმაც არ იცის და რომ არა ულტრასებისა და სამეცნიერო წრეების ძალისხმევა, შესაძლოა ბურუსით მოცულიც ყოფილიყო.

“ბაიერნის” შექმნა და რეპრესიები…

“ბაიერნი” შვაბინგის ბოჰემურ უბანში დაარსდა და, მეორე მსოფლიო ომამდე, ებრაული კლუბი იყო. როდესაც ქვეყანაში ნაცისტები მოვიდნენ, რა თქმა უნდა, “ბაიერნი” დევნის ობიექტი გახდა. 1932 წლის გერმანიის ჩემპიონები, ახლა რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ, თუმცა რეჟიმს თავს არ უხრიდნენ, ფეხბურთელები, სიცოცხლის რისკის ფასად, ნაცისტების წინააღმდეგ პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.

“ყველა ეს მოვლენა ომის შემდეგ დავიწყებული იქნა,” – ამბობს დიტრიხ შულზ-მარმელინგი, ავტორი წიგნისა Der FC Bayern und seine Juden (ბაიერნი და მათი ებრაელები) – “60-70-ან წლებში, “ბაიერნის” წარმატებამ წარსული მთლიანად გადაფარა. დასავლეთ გერმანიის საზოგადოებამ ჰოლოკოსტის სერიოზულად გადახედვა მხოლოდ 1979 წელს დაიწყო”

1900 წელს, როდესაც კლუბი დაფუძნდა, 17 ხელმომწერს შორის, ორი ებრაელი იყო. მათ შორის ერთ-ერთი, დორტმუნდში დაბადებული შემოქმედი ბენო ელკანია, რომელიც ემიგრაციაში ლონდონში წავიდა და დიდი მოქანდაკე გახდა: მისი აშენებულია ცნობილი მენორა, რომელიც იერუსალიმში “ვარდების ბაღშია” განთავსებული. 1956 წელს, ის ისრაელმა ბრიტანეთისგან მიიღო, როგორც საჩუქარი დამოუკიდებლობის მერვე წელთან დაკავშირებით.

1911 წლიდან, მდიდარი ებრაელი ბიზნესმენის ვაჟი, კურტ ლანდაუერი “ბაიერნის” პრეზიდენტი გახდა. მის დროს, ამ კლუბში მწვრთნელებიც ებრაელები იყვნენ, მათ შორის რიჩარდ “პატარა” დომბი (Richard “little” Dombi”), რომელიც შემდეგ “ბარსელონასა” და “ფეიენოორდს” ავარჯიშებდა. მან “რეკორდმაისტერს” გერმანიის ჩემპიონობა 1932 წელს მოუტანა.

1933, როგორც სხვა ებრაელებს, ლანდაუერსაც გადადგომა მოუწია, რადგან გერმანიის სათავეში ნაცისტები მივიდნენ. “ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა, დაჰაუს საკონცეტრაციო ბანაკში 33 დღე გაატარა და ემიგრაციაში შვეიცარიაში წავიდა. მაგალითად, კარლსრუეში გერმანიის ორ გზის ჩემპიონი, იულიუს ჰირში ოსვენციმში მოკლეს. მას SS-ის ოფიცერმა ფეხბურთის თამაშის დროს ესროლა…

“ბაიერნს” სახელი მიეწერა, როგორც “ებრაული კლუბის”. 1934 წელს, “ბაიერნის” ფეხბურთელები ნაცისტ ყავისფერპერანგიანებთან ჩხუბში ჩაერთვნენ.

ორი წლის შემდეგ, “ბაიერნის” ვინგერმა, ვილი სიმეეტსრეიტერმა ფოტო ჯესი ოუენსთან გადაიღო, ფერადკანიან სპორტსმენთან, რომელმაც 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე ოქროს 4 მედალი მოიპოვა და ჰიტლერი განარისხა.

“ბაიერნის” ცენტრალური მცველი, ზიგმუნდ ჰარინგერი ციხეს ძლივს გადაურჩა, რადგან ნაცისტურ აღლუმს “საბავშვო თეატრი” უწოდა. კლუბის კაპიტანმა, კონი ჰაიდკამპმა და მისმა ცოლმა ვერცხლის სინი სახლში დამალა, მიუხედავად ჰერმან გერინგის მოწოდებისა, რომ ნებისმიერი ლითონი მიეტანათ და ომში გამარჯვებისთვის შეეწირათ. სხვა კლუბები ასე მოიქცნენ. განსაკუთრებით სიმბოლური, 1943 წელს ციურიხში გამართული მატჩი იყო, სადაც “ბაიერნი” შვეიცარიის ერთერთ გუნდს შეხვდა. გუნდს სპეციალურად დაზვერვის აგენტი გაჰყვა, რათა ფეხბურთელებს უცხო ადამიანთან კონტაქტი არ ჰქონოდათ, განსაკუთრებით ლანდაუერთან. “ბაიერნის” ფეხბურთელები ტრიბუნაზე მჯდომ ლანდაუერს დემონსტრაციულად მიესალმნენ.

ლანდაუერი ომის შემდეგ მიუნხენში დაბრუნდა და “ბაიერნის” პრეზიდენტი 1951 წლამდე იყო. მისი ღვაწლს დიდი ხნის განმავლობაში არავინ იხსენებდა. შულც-მარმელინგი ამბობს, რომ სიტყვა “ებრაელს” “ბაიერნის” ხელმძღვანელობა განსაკუთრებულად მალავდა. ოცდამეერთე საუკუნის აკადემიური წიგნები და გაზეთები ლანდაუერის ეპოქით განსაკუთრებით დაინტერესდნენ. შემდეგ, 2011 წელს გამოსული წიგნი – “ბაიერნი და მათი ებრაელები” განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მანამდე, “ბაიერნის” ხელმძღვანელობას ეშინოდა ამას საზოგადოება როგორ მიიღებდა და ყველანაირად ცდილობდა ეს დაემალა. 2012 წლამდე რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტი ფრიც შერერი პირდაპირ ამბობს, რომ კლუბს არ სურდა ებრაულ ფესვებზე საუბარი, რადგან “ნეგატიურ რეაქციასა და პროვოკაციას” ერიდებოდა.

ბოლო წლებში კლუბის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ეს, პირველ ყოვლისა, გულშემატკივრების დამსახურებაა, რომლებმაც “ბაიერნის” თამაშის დროს ლანდაუერის დიდი ბანერი გამოფინეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. კარლ-ჰაინც რუმენიგემ მას “თანამედროვე ბაიერნის მამა” უწოდა. კლუბმა ასევე დააფინანსა ებრაული სამოყვარული გუნდის – “TSV მაკაბი მიუნხენი”-ის  სტადიონი, რომელიც 2010 წელს აშენდა და კურტ ლანდაუერის სახელს ატარებს. პირველი მატჩი ამ გუნდსა და “ბაიერნის” All Star-ს შორის გაიმართა.

,,ბაიერნში“ 1974 წლიდან 1984 წლამდე ვითამაშე. ამ ათი წლის მანძილზე ლანდაუერის შესახებ არაფერი მსმენია. კლუბის ისტორიიდან ის უბრალოდ გაქრა. თუმცა, ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გუნდი ჩემპიონი გახადა. მან პირველმა გარდაქმნა ფეხბურთი პროფესიონალურ სპორტად, რომელმაც მაგალითი ინგლისის ჩემპიონატიდან აიღო“, – თქვა კალემ.

ალიანც არენას Erlebniswelt (მუზეუმში) საპატიო ადგილი ლანდაუერის წლებს აქვს. მუზეუმის დირექტორი ამბობს: “კლუბში მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, თუმცა ამ ამბების შესახებ არაფერი ვიცოდი. აღფრთოვანებული დავრჩი, როცა ვნახე ამ ხალხმა კლუბისთვის რა გააკეთა.”

ამხელა ჩაგვრის შემდეგ, “ბაიერნს” განსაკუთრებული მხარდაჭერა არ ჰქონია და წარმატება მთლიანად აკადემიასა და სწორ მენეჯმენტს უკავშირდება. გუნდის აკადემიიდან ისეთი ფეხბურთელები წამოვიდნენ, როგორებიც: ფრანც ბეკენბაუერი, ზეპ მაიერი და ჰანს-გეორგ შვარცენბეკი არიან. “ბაიერნმა” “ნიურბერგისგან” დაწუნებული გერდ მიულერი დაიმატა, რომელსაც მომავალში “ნაციის ბომბდამშენს” შეარქმევენ. ფრანც ბეკენბაუერი იტყვის, რომ არა მიულერი, “ზემბერ შტრასაზე” (ბაიერნის საწვრთნელი ცენტრი) ახლაც ის ქოხი იდგებოდა, რომელიც ჩვენი მისვლის დროს იყოო. გერდზე ამ სიტყვებს კაიზერი ამბობს, რომელიც, შესაძლოა, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში მთავარი ვარსკვლავია…

გაგრძელება იქნება…

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო