11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ნაქლბოლი – ფეხბურთის ერთერთი ყველაზე ეშმაკური დარტყმა და მისი პროფესორები [VIDEO]

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ჟუნინიო პერნამბუკანომ მიუნხენის “ბაიერნს” ულამაზესი ჯარიმა გაუტანა – გუნდის ლეგენდა და კაპიტანი ოლივერ კანი ძელს შეამოახვია. ეს ნაქლბოლის მაგალითი გახლდათ, ალბათ ეს ტერმინი გსმენიათ და თუ იუთუბ ბლოგერების გვერდები გაქვთ გამოწერილი, რომლებიც სხვადასხვა დარტყმებს ამუშავებენ, ყველაზე მეტი ნახვა, სწორედ ნაქლბოლებს აქვს. ყველაფერი კი ძალიან მარტივია: ბურთი ჰაერში ყოფნისას მიმართულებას იცვლის.

ვეცდებით, მარტივად აგიხსნათ, რაშია ამ დარტყმის განსაკუთრებულობა.

  • ნაქლბოლი – ეს ბეისბოლის ტერმინია. ის ცნობილი პიტჩერი ედი ჩიკოტეს(1905-წლიდან 1920 წლის ჩათვლით თამაშობდა) დამსახურებით გაჩნდა: მისი სროლების შემდეგ ბურთი თითქმის არ ტრიალებდა, თუმცა სხვადასხვა მხარეს ეფექტურად მიმოძრაობდა. ამის მისაღწევად, ჩიკოტე ბურთს თითების სახსრით (ინგლისურად knuckles, აქიდან მოდის ტერმინი knuckleball) იჭერდა, რადგან “დაამუღამა”, რომ ეს ტექნიკა ბურთის ტრიალს გამორიცხავდა, მაგრამ ფრენის ტრაექტორია ჰაერის ნაკადზე იყო დამოკიდებული.

  • თუმცა, ეს მხოლოდ ეშმაკობის ნაწილია. ჩიკოტე ბურთს პარაფინს უსვამდა და გასროლის შემდეგ ის უფრო ამოუცნობად მოძრაობდა, რადგან წონა არაპროპორციულად იყო განაწილებული. ბეისბოლის სხვა მოთამაშეებიც ფინტაობდნენ: ბურთს ყველანაირ სისაძაგლეში ამოავლებდნენ ხოლმე, ვაზელინისა თუ მსგავს სითხეში. 1920 წელს კი ასეთი ოინები აკრძალეს.
  • ფეხბურთში ნაქლბოლის რამდენიმე ვარიანტია, თუმცა ძირითადი მაინც ორია:

1. დედბოლი (მკვდარი ბურთი) – არც ისე მაღლა მიფრინავს და ვარდნა თითქმის შეუმჩნეველია.

2. დიიფბოლი (ღრმა ბურთი) – მკვეთრად ეცემა ძირს, ვარდნა შესამჩნევია.

ადრე ნაქლბოლის პროფესორები რობერტო კარლოსი, ჟუნინიო და პირლო იყვნენ, ახლა კი იგივე ტიპის დარტყმები ძალიან კარგად გარეთ ბეილს, მარიო ბალოტელისა და რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუს გამოსდით.

დარტყმის ტექნიკაში ბევრი ხრიკია გამორბენისა(როგორც წესი, ბოლო ორ ნაბიჯს თითის წვერებით აკეთებენ) და საყდენის ფეხის დადგმის კუთხით(ბურთისაგან 10-15 სმ დაშრებით, მუხლში ოდნავ მოხრილი) თუმცა მთავარი წესი ესაა – ბურთს ტერფის ზედა ნაწილით ცენტრს ოდნავ ქვეშ უნდა დაარტყა (ორიენტაციისათვის კარგი “პიპკის” ადგილია)

მნიშვნელოვანია, რომ ბურთი არ მოვჭრათ, თორე მოძრაობა მაგნუსის ეფექტის სახეს მიიღებს: შედეგად შესაძლებელია, რომ ბურთი იქ არ წავიდეს, სადაც ფეხბურთელმა ჩაიფიქრა.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი ჯონ ბუში წერდა, რომ ნაქლბოლის დროს ზიგზაგების მიზეზი ჰაერთან შეხების რეჟიმის ცვლილება გახლავთ. “ბურთი ზეწოლის გადანაწილების მიხედვით მოძრაობს, ზეწოლის ცენტრი კი მუდმივად იცვლება,”- წერდა პროფესორი.

2016 წელს პარიზის პოლიტექნიკური სკოლისა და ფიზიკა-ქიმიის უმაღლესი სკოლის სწავლულებმა რობოტი შექმნეს, რომელიც ბეისბოლის, ფრენბურთისა და ფეხბურთის ბურთებით ნაქლბოლების იმიტაციას აკეთებდა. ბურთი მცირედით ბრუნავდა – 1/10 ხიხშირეზე უფრო ნაკლებით…

კვლევის მიხედვით, ბურთზე ზეწოლა დამოკიდებულია დარტმის ძალისა და ჰაერის ნაკადის მიმართებაზე, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით იცვლის ტრაექტორიას და ბურთის ირგვლივ ის (ანუ ჰაერის ნაკადი) ტურბულეტურს უახლოვდება. ასეთ დროს სრულად გლუვი ბურთიც კი ტალღისებრი ტრაექტორიით გაფრინდება – ეს კი ნიშნავს, რომ ბურთის ზედაპირი ზიგზაგებზე გავლენას არ ახდენს.

ფრანგების თეორიას ბევრი ფიზიკოსი ეთანხმება:

“ატმოსფეროში ბურთის გასროლის შემდეგ, ჰაერი მის ზედაპირს ფარავს, თითქოს იწებებს მას, რაღაც მომენტში კი სწრაფად მოშორდება მას და ქარბორბალისებრ ეფექტს ქმნის,ტურბულენტურის მსგავსს,”- აღნიშნავს ალექსანდრ პონიატოვი.

შედეგად, ბურთის ირგვლივ გრიგალისებრი მიდამო იქმნება, რომელიც ტურბულენტურ კვალს ტოვებს. ჰაერში ის შესამჩნევი არაა, თუმცა, წყალში მისი შემჩნევა ძალიან მარტივია, მაგალითად, ნავით სწრაფი გადაადგილების დროს.

თუ კი ბურთი, რომელიც თავიდან დიდი სისწრაფით მიფრინავდა, ხოლო ჰაერში ყოფნისას ჰაერი მას კრიტიკულ სიჩქარემდე (იკლებს სისწრაფე, რომელიც დარტყმაში დამრტყმელმა ჩადო) დაამუხრუჭებს, ჰაერთან შეხება ტურბულენტური რეჟიმიდან ლამინარულში (ფირფიტოვანი) გადადის. ამ დროს წინააღმდეგობა იზრდება, ბურთი მკვეთრად ამუხრუჭებს და სიმძიმის ძალის გამო მოძრაობას მიწის მიმართულებით იწყებს. შორიდან რომ შეხედავ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ თითქოს ბურთმა ჩაყვინთა…

წყარო: Sports
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო