11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

როგორ იქცა “იუვესთან” მატჩი მიტინგად – ტელევიზიამ ხმა გამორთო, ფანები “სოლიდარობის” შეძახილებს იმეორებდნენ

0
03.06.21. 663×81 ბანერი

გდანსკის “ლეხიას” ტურინში ევროპული დებიუტი საშინელი გამოუვიდა. საერთაშორისო ტურნირებზე კლუბს მანამდე არასდროს ეთამაშა და, უცბად, “იუვესგან” 7 გოლი გაუშვა. საპასუხო მატჩი პატივისცემას იმსახურებს: “ლეხია” დიდი ხნის განმავლობაში იგებდა, თუმცა, საბოლოოდ, წააგო. პოლონეთში ეს შეხვედრა სხვა მიზეზის გამო ახსოვთ. ლეხ ვალენსა, პროფკავშირების ლიდერი და ოპოზიციის სიმბოლო, მომავალი პრეზიდენტი, ამ მატჩს დაესწრო…

***

სიტყვა “სოლიდარობა” პოლონეთში მხოლოდ სამარას სტადიონის დასახელება არ არის, ეს, ასევე, ამ ქვეყნის პროფკავშირების უდიდეს მსვლელობას უკავშირდება. გდანსკი ქვეყანაში განსხვავებული აზრის მთავარი დასაყრდენი გახდა. სოციალისტური (საბჭოთა კავშირის) ეკონომიკის კრიზისს მშრომელებმა დამოუკიდებელი პროფკავშირებით უპასუხეს. დეფიციტი იზრდებოდა, მთავრობის ხარჯები კი ძვირდებოდა, რამაც საკვებზე ფასის მომატება გამოიწვია. მაგალითად, 1980 წლიდან ხორცზე ფასი პოლონეთში გაიზარდა, რის გამოც ამ პროდუქტზე კერძო ვაჭრობა აიკრძალა. ერთი კვირის შემდეგ, მუშები ლუბლინის ქუჩებში გამოვიდნენ, შემდეგ კი ეს ტალღა სხვა ქალაქებსაც გადაწვდა. ისინი ფასების დაწევას ითხოვდნენ.

14 აგვისტოს გაფიცვას გდანსკის გემთსაშენი შეუერთდა, რომელსაც “ლენინი” ერქვა. მეორე დღეს, გემთსაშენის გაფიცვის ლიდერად ლეხ ვალენსა წარმოგვიდგა, რომელიც პროფკავშირთან თანამშრომლობაში ჯერ კიდევ 1970-ან წლებში შეინიშნებოდა, როდესაც მან არასანქცირებული მიტინგები და გამოსვლები მოაწყო. 1976 წელს, ის გემთსაშენიდან გაათავისუფლეს, რადგან ხელმძღვანელობა არ ენდობოდა. ამის შემდეგ, სამსახურის მოძებნა მისთვის რთული იყო. პოლონეთის სპეციალური ძალები მას და მის ოჯახს მუდმივად უთვალთვალებდნენ, განსხვავებული აზრის გამო კი რამდენჯერმე დააკავეს.

შეურაცხყოფილი ელექტრიკოსი არ დანებდა, შეხედულებებზე აზრი არ შეიცვალა და სხვა დათხოვნილი მუშების დახმარება განაგრძო. 1978 წელს, ის სანაპიროს თავისუფალ პროფკავშირებს ხელმძღვანელობდა – 1980 წლის გაფიცვის ხერხემალი სწორედ ეს ორგანიზაცია იყო. შექმნილ სიტუაციას, პოლონეთში კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა, ედვარდ გერეკმა ტელევიზიით კრიზისი უწოდა და გდანსკში ვიცე-პრემიერი ტადეუშ პიკა გაგზავნა. ის მოლაპარაკებებისთვის მზად არ იყო და სიტუაცია უფრო გაამწვავა. სწორედ ამიტომ, ის შედარებით ლიბერალური პიროვნებით, მეჩისლავ იაგელსკით ჩაანაცვლეს. თვის ბოლოს, მან გაფიცულები კომპრომისსა და ეგრედ წოდებულ “აგვისტოს შეთანხმებაზე” ხელის მოწერაში დაარწმუნა.

შეთანხმება მრავალ პუნქტს მოიცავდა, მათ შორის კი მთავარი რამდენიმე იყო: პროფკავშირების თავისუფალი არსებობა და მედიაში წვდომა, გაფიცვის უფლება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სახელფასო მინიმუმის მომატება და საპენსიო ასაკის დაწევაც კი.

ისიც მართალია, რომ მშრომელების მთავარი მოთხოვნა რეალიზებული არასდროს იქნა. 1980 წლის ნოემბერში, დარეგისიტრირდა პორფკავშირები “სოლიდარობა”, ლეხ ვალენსა კი იდეოლოგიური ლიდერი გახდა. მიუხედავად ყველაფრისა, საქმე მნიშვნელოვან რეფორმებსა და ლიბერალიზაციამდე არ მივიდა. შემდეგ წელს, გლეხთა ახალი პროფკავშირების აღიარებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა და 1981 წლის ზაფხულში, პროდუქტის, რომელთა შეძენაც ტალონით შესაძლებელი იყო, დახლებიდან გაქრა. უკმაყოფილო პოლონელებმა “შიმშილობის მარში” მოაწყვეს, რითაც “სოლიდარობის” პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. შემოდგომაზე ისინი 10 მილიონ წევრს ითვლიდნენ.

პროფკავშირები კომუნისტური პარტიის რეალური ალტერნატივა გახდა. კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდა. 1981 წლის დეკემბერში, გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ლეხ ვალესა და სოლიდარობის სხვა ლიდერები დააკავეს, გაფიცვა არა კანონიერად გამოცხადდა, ზოგიერთ ქარხანაში კი არმიის კომისრები დაინიშნენ. მიუხედავად მთავრობის ასეთი რადიკალური ზომებისა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა, რომლებიც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა დაარბიეს. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც. 1982 წელს ლეხ ვალენსა გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლო პროცესები არ გაჩერებული. საომარი მდგომარეობა მხოლოდ 1983 წელს მოიხსნა. პრფოკავშირმა საქმიანობა იატაკქვეშეთში განაგრძო.

ქვეყანაში ასეთი მძიმე სიტუაციის მიუხედავად, სპორტული ცხოვრება არ შეჩერeბულა. შეკრება აიკრძალა, მაგრამ სტადიონზე ხალხს სიარულის უფლება ჰქონდა. ქვეყნაში ოპოზიციურად განწყობილი ქალაქის მთავარი გუნდი “ლეხი” იყო. კლუბს წარმატება მანამდე იშვიათად მიეღწია, თუმცა 1983 წელს, მან თასი და სუპერ თასი მოიგო. “ლეხს” ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა.

“ლეხი” თასების თასზე “იუვეს” შეხვდა, რომელიც იტალიაში ათწლეულის განმავლობაშ ბატონობდა. ტურინში “ლეხმა” 0:7 წააგო, პოკერი დომენიკო პენცოს ანგარიშზეა, 2 გოლი პლატინიმ, ერთი კო როსიმ გაიტანა. პოლონეთიდან 80 გულშემატკივარი ჩამოვიდა, თუმცა უკან ათზე ოდნავ მეტი დაბრუნდა…

გასაგები მიზეზების გამო, იუვეს მეორე შეხვედრაში მინდორზე ვარსკვლავები აღარ გამოუყვანია. მიუხედავად იმისა, რომ ლეხს გასვლის შანსი არ ჰქონდა, გდანსკის სტადიონი მთლიანად გაივსო. მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდთან თამაშს თვალი 35 ათასმა გულშემატკივარმა მიადევნა. 77-ე წუთზე პოლონელები 2:1-ს იგებდნენ, თუმცა ჯერ ტავოლამ, შემდეგ კი ბონეკმა გაუტანეს.

მეორე ტაიმში გულშემატკივრები მხოლოდ მინდორზე მომხდარი მოვლენების გამო არ რეაგირებდნენ. შესვენების დროს, მაყურებელმა შეიტყო, რომ სტადიონზე ლეხ ვალესა მივიდა. ფეხბურთელები და მწვრთნელები იხსენებენ, რომ სტადიონიდან “სოლიდარობის” ლოზუნგების შეძახილები ესმოდათ. ვალესა ფეხზე ადგა და ხელები ცაში აღმართა, როგორც გამარჯვებულმა. ეს ფოტო პროტესტის სიმბოლო გახდა.

შესვენებაზე, “სოლიდარობის” მომხრეები დასავლურ ტელევიზიებს მიუახლოვდნენ, რომლებიც ტრანსლაციას ევროპულ ქვეყნებში გადასცემდენ. მათ ეს ხალხი დაარწმუნეს, რომ ლეხ ვალესა ეკრანზე წამით მაინც ეჩვენებინათ. ადგილობრივი ტელევიზიები პანიკაში ჩავარდნენ, როგორ შეიძლებოდა “ლეხიას” ასეთი კარგი თამაში გაეშვათ, როდესაც ტრიბუნებიდან “სოლიდარობის” შეძახილები ისმოდა? შედეგად, პოლონელმა ტელემაყურებელმა მეორე ტაიმი უხმოდ იხილა…

ვალესამ სტადიონი საფინალო სასტვენამდე დატოვა, რადგან მის მხარდამჭერებს ეშინოდათ ის კიდევ არ დაეპატიმრებინათ. იმავე წელს, მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, თუმცა მის გადაცემას არ დასწრებია, რადგან ფიქრობდა, რომ შესაძლოა უკან არ დაებრუნებინათ. შემდეგ პერესტროიკა დაიწყო, საბჭოთა კავშირი დაიშალა და “სოლიდარობა” ისევ ლეგალური გახდა. 1989 წელს, “სოლიდარობამ” არჩევნები მოიგო, 1 წლის შემდეგ კი ვალესა პოლონეთის პრეზიდენტი გახდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო