11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდუ “იუვეს” გასახდელში მარტოა – კრიშტიანოს გუნდელებთან ურთიერთობა დაეძაბა

0

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელებთან პრობლემები შეექმნა.

პორტუგალიელი იტალიური გუნდის გასახდელში თავს მარტოსულად გრძნობს. მისი პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო თვეებში ძლიერ გაფუჭდა, რადგან “იუვეს” ფეხბურთელების აზრით, კრიშტიანუ ზედმეტად დიდ თავისუფლებას იღებს.

“მილანთან” განადგურების (0:3) შემდეგ 36 წლის თავდამსხმელმა ვარჯიში გააცდინა და “ფერარის” ქარხანაში კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და დირექტორთა საბჭოს წევრი ჯონ ელკანთან ერთად წავიდა.

ამის გარდა, რონალდუმ “ბებერი ქალბატონის” რამდენიმე ვარჯიში სპონსორების მოთხოვნების შესრულების გამო გააცდინა. ტურინელთა ბევრი ფეხბურთელი ამ ყოველივეს უსამართლობად თვლის და მიაჩნიათ, რომ რონალდოს მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორც გუნდის ყველა დანარჩენ წევრს ექცევიან.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

წყარო: Football Italia
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო