11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ჯიჯი ბუფონის გეგმები

0
03.06.21. 663×81 ბანერი
მას შემდეგ, რაც 43 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონმა გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე “იუვენტუსს” დატოვებს, მედიელები არ ასვენებენ და აინტერესებთ, თუ რას აპირებს ლეგენდარული მეკარე. ჯიჯიმ ასეთი რამ თქვა: “მაქვს რამდენიმე წინადადება. 20-25 დღე დავისვენებ, ჩემს თავს დავეკითხები, მინდა თუ არა ისევ გავაგრძელო თამაში და რაც მთავარია, ისევ ის ბუფონი ვიქნები თუ არა, რადგან ასაკს მაინც თავისი გააქვს. იმ შემთხვევაში თუ ენთუზიაზმი ისეთივე მექნა, კარიერას გავაგრძელებ და თუ არა, ხელთათმანებს საბოლოოდ გავიხდი”.წყარო: corsport.it
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო