11 X 11
სპორტული პორტალი

იაპონიის ქალაქები ოლიმპიადის მონაწილეთა მიღებაზე უარს ამბობენ

0
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ორგანიზატორები პრობლემის წინაშე დადგნენ. ისედაც იაპონიის მოსახლეობის გამოკითხვით, ნახევარზე მეტი ოლიმპიადის მათ ქვეყანაში ჩატარების წინააღმდეგია. ახლა კი რიგი ქალაქები და დასახლებული პუნქტების ადგილობრივი ხელისუფლებები უარს ამბობენ მონაწილეთა მათთან განსახლებაზე, რადგან შიშობენ კორონაინფექცია ისე არ გავრცელდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ პაციენტთა მომრავლების გამო მათი სათანადო მკურნალობა ვეღარ შეძლოს. მათი შიში უსაფუძვლო სულაც რაა, რადგან იაპონიაში მოსახლეობის მხოლოდ 2.8%-ია ჯერ ვაქცინირებული, რაც განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია. ახლა ჯერი ცენტრალურ ხელისუფლებაზეა და რაღაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო