11 X 11
სპორტული პორტალი

სერჟ ორიე პსჟ-სა და რეალს უნდათ

Tottenham Hotspur's Serge Aurier
0
“ტოტენჰემის” 28 წლის კოტ დ’ივუარელ მარჯვენა მცველს სერჟ ორიეს კლუბთან ხელშეკრულება გაისად უთავდება და ამიტომ ლონდონელებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს, ფასი კი მისაღებია – 10 მილიონი ფუნტი. ფეხბურთელს უკვე შეთავაზეს პარიზელებმა 4-წლიანი კონტრაქტი და გვარიანი ხელფასი. არა გვგონია გახსოვდეთ, რომ ორიე 4 წლის წინათ სწორედ პსჟ-მ მიყიდა 23 მილიონ ფუნტად “ტოტენჰემს.  ორიეს გადაბირება მადრიდის “რეალიც” ცდილობს და ვნახოთ რა მოხდება. წყარო: footmercato.net
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო