11 X 11
სპორტული პორტალი

ვისაც რა უნდა ის თქვას – რონალდო უმაგრესია!

0
ბოლო ხანს გახშირდა საუბრები, თითქოს 36 წლის კრიშტიანო რონალდო ის აღარაა, რაც იყო, მაგრამ სტატისტიკა სულ სხვას მეტყველებს. იტალიის ჩემპიონატის გუშინდელ, მორიგ ტურში “იუვენტუსმა” 3:1 მოუგო “სასუოლოს“, რონალდომ კი ერთი ბურთი გაიტანა, რომელიც მის მიერ ბიანკონერიში შეგდებული მე-100 გოლი გამოდგა. ეს პორტუგალიელმა სამ სეზონში მოახერხა და აღმოჩნდა, რომ “იუვეში” ასე მოკლე პერიოდში, ეს არავის გაუკეთებია. ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ომარ სივორის და რობერტო ბაჯოს საამისოდ ოთხი სეზონი დასჭირდათ. წყარო: corsport.it
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო