11 X 11
სპორტული პორტალი

ფლიკი შახტარის მთავარი მწვრთნელი ხდებოდა

0
უკრაინული საფეხბურთო იუთუბ-არხების დირექტორმა ალექსანდრ დენისოვმა გაამხილა, რომ როდესაც ჰანს-დიტერ ფლიკმა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომა გამოაცხადა, მას დონეცკის “შახტარის” ხელმძღვანელობა დაუკავშირდა, მოლაპარაკება შედგა და ფლიკი პრინციპში დათანხმდა დონბასური გუნდის ჩაბარებას, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მას ამ ზაფხულიდან გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს, დონეცკელებს ჯენტლმენურად შეატყობინა, რომ ბუნდესგუნდის თავკაცობაზე უარს ვერ იტყვის და ეს ამბავი ასე დასრულდა. წყარო: football.ua
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო