11 X 11
სპორტული პორტალი

ლაუტარო რეალს უნდა, თავად ფეხბურთელი უარზეა

0
მილანის “ინტერის” არგენტინელ თავდამსხმელს ლაუტარო მარტინესს “რეალი” ეპატიჟება და წელიწადში ხელფასად 9 მილიონ ევროს, იმაზე ორჯერ მეტს თავაზობს, ვიდრე ნერიაძურიში იღებს. სამეფო კლუბი მზადაა მილანელებს ლაუტაროში მოთხოვნილი 80-90 მილიონი ფუნტი გადაუხადოს და ამ თანხაში ის ფული ჩაითვალოს, რომელიც  “ინტერს” “რეალისთვის” აშრაფ ჰაკიმის ყიდვისას ბოლომდე არ გადაუხდია. თავად ფეხბურთელი კი აცხადებს, რომ არსად გადასვლას არ აპირებს. “შარშან თავად ლეო მესის რეკომენდაციით, “ბარსელონაში” არ გადავედი, რადგან “ინტერში” თავს დიდებულად ვგრძნობ და ჩემს ირგვლივ ატეხილ სატრანსფერო მითქმა- მოთქმას ყურადღებას არ ვაქცევ”, – თქვა ლაუტარომ. ეს კი არ აქცევს, მაგრამ “ინტერს” ფინანსური კრიზისის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა აუცილებლად მოუწევს და გასხვისების უპირველესი კანდიდატი კი სწორედ ლაუტაროა. წყარო:football-italia.net
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო