11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

არშემდგარი ტრანსფერი, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის შეცვლა შეეძლო

0
03.06.21. 663×81 ბანერი

80-იანების დასაწყისში „მარსელის“ გულშემატკივრობა ადვილი არ იყო: გაკოტრებული სამხრეთელები ჭაბუკებით ლიგა 2-ში თამაშობდნენ და ევროტურნირები კარგა ხნით დაივიწყეს. საპორტო ქალაქის ბიჭები კლუბებს გემოვნების მიხედვით ირჩევდნენ და ქომაგობდნენ.

იტალიაში ზიზუ „იუვეს“ ფანი იყო, სადაც განუმეორებელი პლატინი თამაშობდა. ესპანეთში კი „ბარსელონა“ მოსწონდა, რომელიც რაღაც დიდისთვის ემზადებოდა და ბევრს ხიბლავდა. ქვეყანაში ჯერ კიდევ მეორე გახდათ, თუმცა უკვე იმარჯვებდა ევროთასებზე.

ზიზუ მცირე „სან-ანრიზე“ ყველას იმდენად სჯობდა, რომ მის ასაკში ეჭვიც კი ეპარებოდათ. ასეთ ტალანტს გაღარიბებული „მარსელი“ ვერ დაიმატებდა, სამაგიეროდ „კანმა“ აიყვანა: სინჯებზე დაცვის ცენტრში დააყენეს, მთელი მატჩის მანძილზე 14 წლის ბიჭის დრიბლინგებით იხალისეს და პროფესიული კონტრაქტიც გაუფორმეს.

რამდენიმე წელიწადში ზიდანი ლაჟვარდოვან სანაპიროზე პლატინის მემკვიდრე გახდა. კლუბის აკადემიაში თვეში 800 ფრანკს გამოიმუშავებდა, ხოლო უქმეებზე ტურისტებს ქალაქის ღირსშესანიშნაობებს აცნობდა, პლაჟზე სოსისების სწრაფად ჭამის ტურნირს უტარებდა, იკვებებოდა კიდეც და ცოტაოდენ ფულსაც შოულობდა.

91/92-ის სეზონში ზინედინი არმიაში მსახურობდა და ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ყაზარმაში იმყოფებოდა, უქმეებზე კი მატჩებში ყველასგან გამოირჩეოდა. მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა თავის კარგ ნაცნობს, კრუიფს დაურეკა, რომელმაც იმ დროს უკვე შექმნა ოცნების გუნდი. 20 წლის ბიჭმა თავიდან ნიდერლანდელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა:

„ზიდანი მორიდებულად იქცეოდა და თითქმის სულ დუმდა, მაგრამ ბურთის მიღებისთანავე გარდაისახებოდა, სივრცეს დაეუფლებოდა და თამაშს აკონტროლებდა“.

მას შემდეგ კრუიფს ახალგაზრდა ფრანგი მუდამ ახსოვდა.

იოჰან კრუიფი

  • „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელი.
  • 1987 წელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი.
  • 90-ინი წლების „ბარსელონას“ დრიმ თიმის შემქმნელი: ზედიზედ ოთხჯერ მოგებული ლა ლიგა, ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი, უეფას სუპერთასი, თასი და ესპანეთის ოთხი სუპერთასი
  • თვითდაჯერებული, ამაყი, ავტორიტეტების არმცნობი. საკუთარ თავზე მეორე პირში ლაპარაკობდა: „შენი პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდი“. ფეხბურთელობისას მწვრთნელის დავალების შემდეგ გუნდს შეკრებდა და ეუბნებოდა: „ახლა მე გეტყვით, როგორ უნდა ვითამაშოთ“.
  • იოჰანის საქციელის გასარკვევად „აიაქსმა“ რამდენიმე ფსიქოლოგს მიმართა. ექიმებმა დაასკვნეს: „მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი განსხვავებული აზრი“.

Johan Cruyff: The man who split the football atom to make Barcelona invincible - Eurosport

კრუიფი „ბარსელონაში“ 88-ში მივიდა და ისეთი სწრაფი გუნდი ააწყო, რომელიც თავისი მრავალმხრივი შეტევით ევროპაში ყველას შიშის ზარს სცემდა. თვით მისი დასასრულიც შესანიშნავი გამოვიდა: 1994 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოედანზე ისე გავიდნენ, როგორც გამარჯვებულები და კაპელოს „მილანის“ მანქანამ გათელა.

ამის შემდეგ „ბარსელონას“ ორი წელი არაფერი არ მოუგია და 96-ის ზამთარში კრუიფმა გუნდის სრული რეორგანიზაცია განიზრახა.

მეკარეები, მცველები, საყრდენები – კრუიფს ყველა სჭირდებოდა, ყველაზე მეტად კი ხარისხიანი შეტევა. მან ბომბარდირები ბატისტუტა და პიცი აირჩია, შემოქმედი ფრანგები ჟინოლა და ჯორკაეფი, გუნდის მშვენება კი ზებგერითი გიგზი და ჭკვიანი ზიდანი უნდა გამხდარიყვნენ.

„მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ჩემი ერთი სიტყვა ტრანსფერისთვის საკმარისი იყო. „ბორდოს“ დავუკავშირდით და ზიდანის ფასი გავიგეთ. გაზეთებს რომ არაფერი შეეტყოთ, თავად ვაწარმოებდი მოლაპარაკებას, იანვარ-თებერვალში ხელშეკრულების გაფორმებაზე შევუთანხმდი. მაშინ ფეხბურთელს ვუთხარი, რომ თუ ამბავი გახმაურდებოდა, ტრანსფერი არ შედგებოდა““, – იხსენებდა ჰოლანდიელი.

მარტში კრუიფი „ბორდოს“ მოურიგდა. ზიზუმ უთხრა – „დიახ“.

მაშინ კრუიფმა ნუნიესს დაურეკა.

ხოსე ლუის ნუნიესი

  • „ბარსელონას“ ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი.
  • მუშად დაიწყო მუშაობა და კატალონიაში ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი გახდა.
  • გახსნა ლა მასია
  • ენერგიული, თავდაჯერებული, ავტორიტეტული. ამბობდნენ, რომ კონკურენტებს არჩევნებისას აშანტაჟებდა და აშინებდა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. „ბარსა“ ეკონომიკური კრიზისისგან გადაარჩინა და რამდენიმე წელში მსოფლიოს ერთერთი საუკეთსო გუნდი გახადა.

Josep Lluís Núñez and his best sentences like president of the Barcelona

ნუნიესი იოჰანის თავნებობას მიჩვეული იყო, თუმცა როდესაც ზიდანის ფასი შეიტყო, შეიცხადა – 3.5-4 მილიონი ევრო ეძვირა. პლეიმეიკერი საშინლად არასტბილური გახლდათ, მენტალურად არადამაჯერებელი და ხშირად იმედგამაცრუებელი. მას უკვე პლატინის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ და მორიგი კრიტიკის შემდეგ ჟურნალისტებს შეუტია:

„ამ შედარებებით დავიღალე! დროა გაიგოთ, მე ზიდანი ვარ და ახალი პლატინი არასოდეს გავხდები. არც მოედანზე და არც მოედანს მიღმა. ლიდერი არ ვარ და ვერასოდეს გავხდები, ეს ჩემს ხასიათში არაა. მაღიზიანებს, როდესაც ამბობენ, რომ მორცხვი და არასაკმარისად ამბიციური ვარ“.

ჭეშმარიტი სპეცილისტები ნაკლებად სწრაფ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერ და ტექნიკურ ნახევარმცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 1995 წელს კენი დალგლიშმა, რომელსაც ფეხბურთის რაღაც გაეგება, თავის „ბლექბერნში“ გადაიპატიჟა, მაგრამ კლუბის მფლობელმა გააპროტესტა: „რატომ უნდა შევიძინოთ ზიდანი, როდესაც ტიმ შერვუდი გვყავს?“. ერთი წლის შემდეგ „ნიუკალსის“ სკაუტები ამტკიცებდნენ, რომ ის ჩემპიონშიპშიც ვერ გაქაჩავდა.

ისევე როგორც დალგლიშმა, კრუიფმა ზიდანის ფინტებში ფეხბურთის ზეხედვა შეამჩნია. ზიზუმ 1995/96-ის სეზონი მეფურად ჩაატარა, უეფას თასზე „მილანთან“ გაიბრწყინა და საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ევრო 96-ზე დიდებულად ასპარეზობისთვის ემზადებოდა, „ბარსასთვის“ კი იმ ბიჭად რჩებოდა, რომელიც მეტ-ნაკლებად დიდ კლუბებს არ სჭირდებოდათ.

ორი წლის მანძილზე „ბარსელონა“ ტროფეის გარეშე დარჩა, ხოლო კრუიფის სიტყვამ ფასი დაჰკარგა, მისი პოპულარულობა კი ნუნიესს აცოფებდა. ყოფილი ბიზნესმენი კატალონიურ კლუბში დიდების მოსახვეჭად მივიდა და არ უნდოდა ეს დიდება ვენმესთან გაეყო. ცდილობდა დირექტორთა საბჭოსთან კრუიფის ავტორიტეტი დაემცირებინა და მეორე მწვრთნელი კარლეს რექსაჩი მიემხრო, ვიცე-პრეზიდენტი ჟოან გასპარი კი სეპარატისტულ მოლაპარაკებას აწარმოებდა ბობი რობსონთან.

კრუიფი ახალ კონტრაქტს ელოდა და უფლებამოსილების შემცირების უცნაური დოკუმენტი მიიღო, რომლის მიხედვით ძალაუფლება სამარცხვინოდ შეუკვეცეს. შედეგად კლუბში იოჰანის განკარგულებებს ხშირად აღარ ასრულებდნენ.

ზიდანის გადარჩენა დრიმ თიმს შეეძლო, მაგრამ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მას არაპერსპექტიულად მიიჩნევდა.

გასპარმა კრუიფი „მეორეხარისხოვანი მგზავრების“ შეძენაში დაადანაშაულა. ნუნიესი იცინოდა: „მსგავს ტრნსფერებს ასეთი ფულით ჩემი კონსერჟიც კი არ განახორციელებს“. სეზონის დასრულებმდე ორი ტურით ადრე „ბარსას“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი სამუშაოდან დაითხოვეს. მისმა მეგობარმა რექსაჩმა ზურგში დანა ჩასცა – დარჩენილ მატჩებში მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დათანხმდა.

თუმცა, კრუიფი მაგრად თამაშობდა, მაგრად წვრთნიდა და მაგრად წავიდა.

სურათი – კარლეს რექსაჩი იოჰან კრუიფის ზურგსუკან

18 მაისს გასპარმა პირადად გადააყენა დიადი ნიდერლანდელი – „სელტასთან“ სეზონის უკანასკნელი საშინაო მატჩის წინ. დამცირება წვრილმანებამდე იყო გათვლილი: იოჰანი თავიდან ადრევე მოიშორეს, რათა გულშემტკივრებს არ დამშვიდობებოდა. გადაყენებულ კრუიფს ვიცე-პრეზიდენტმა ხელი გაუწოდა, მან კი უთხრა: „ჟოან, შენ იუდა ხარ!“ და მაგრად შეაფურთხა.

შეშინებული გასპარი პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, ხოლო ჰოლანდიელმა, რომელსაც ხელები ექავებოდა, „ნოუ კამპი“ დატოვა.

ხელმძღვნელობა კრუიფის მონახაზებს აქტიურად იყენებდა. ერთია ტრანსფერების არამართებულობაზე საუბარი და მეორე მათზე უარის თქმა. გასპარმა ლუის ენრიკე და ბლანი შეიძინა, რომელთაც ჰოლანდიელი მოელაპარაკა. კრუიფის დათხოვნამ ზიდანის „ბარსელონაში“ გადასვლას წერტილი დაუსვა.

„გადაყენების შემდეგ ზინედინს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენი შეთანხმება გაუქმდა. მან მადლობა გადამიხადა და ამით ყველაფერი დასრულდა“, – თქვა მაშინ კრუიფმა.

“ბარსელონამ“ „სანტოსისგან“ ჯოვანი სილვა იყიდა, ხოლო ზიდანი „იუვეში“ გადავიდა და ორ წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 1998 წელს „დონ ბალონს“ გამოუტყდა, რომ „ბარსაში“ თამაში სურდა.

ზიზუ მინც მივიდა „ნოუ კამპზე“ გამარჯვებული: 2016 წელს დი სტეფანოსა და დელ ბოსკეს შემდეგ ისტორიაში პირველი მადრიდისტა გახდა, რომელმაც გასვლითი ელ კლასიკო ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო