11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

“პარტიზანის” შემტევი დედის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ დაიბადა – გაბონელის პრობლემა

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ბელგრადის “პარტიზანის” ნახევარმცველი გელორ კანგა კაკუ ბოლო კვირაში სკანდალში გაეხვა და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში(CAF) მოსმენებზე დადის, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ 30 წლის გაბონელის დედა მის დაბადებამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა და საერთოდ, ისიც საეჭვოა, კანგა გაბონში დაიბადა თუ არა.

ოფიციალურად “პარტიზანის” ფეხბურთელი 30 წლისაა და 1990 წლის 1-ელ სექტემბერს ოემში, გაბონში დაიბადა. თუმცა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ შეუძლებელია, რამეთუ დედამისი კონგოში 1984 წელს გარდაიცვალა, თვითონ კანგა კი მათი ქვეყნის დედაქალაქ კინშასაში 1985 წელს დაიბადა.

საქმე უმაღლეს წრეებამდე მივიდა, CAF-ი კი ვერ გაერკვა, ვის დაუჯეროს და ვის არა. ოთხშაბათს მესამე შეხვედრა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

ეჭვი არსებობს, რომ კანგას დედამ სიკვდილის ცნობა გააყალბა, რათა კონგოდან გაბონში სხვისი პასპორტით გადასულიყო, სადაც დიდი ხანი ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობდა. ამის გამო, ახლა ფეხბურთელების დოკუმენტების შემოწმება დაიწყეს.

კონგოელები ამტკიცებენ, რომ მოთამაშეს ნამდვილი სახელი და გვარი კიაკუ კიაკუ კიანგანი გახლავთ და 1985 წელს დაიბადა, ხოლო გაბონელები კი ამჟამინდელ რეალობას უჭერენ მხარს.

კანგა (თუ კიანგანი) სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამბობს, რომ სანერვიულო არაფერი აქვს. რა მოსატანია, თუმცა 1 სეზონი კანგა “როსტოვში” ჯანო ანანიძის თანაგუნდელი იყო.

ამ გამოძების დაწყების მიზეზი ის გახლავთ, რომ გაბონი 2022 წელს გასამართ აფრიკის თასზე ჯგუფიდან მეორე პოზიციით გავიდა, მესამე კონგო იყო. თუ კანგას საბუთების გაყალბება დაუდგინდა, გაბონს 10 ქულა დააკლდება და აფრიკის ერთა თასზე კონგო იასპარეზებს.

წყარო: BBC

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო